გია გეგუჩაძე: ნიკა კაჭარავა ეროვნულ ნაკრებს უერთდება

AutoSharing Option
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ სან მარინოსთან (4:0) ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

"პირველ რიგში ვიტყოდი, რომ კარგი დაწყება სასიხარულოა. ჩვენი ფეხბურთელების მხრიდან ნამდვილად იგრძნობოდა თავდადება და დავალების შესრულებას ცდილობდნენ, რაც კარგად გამოუვიდათ. ვიცოდით, რომ მოწინააღმდეგე თავის დაცვას ეცდებოდა და კარგი იყო ის კომბინაციები და ტექნიკური თამაში, რომელიც მათ შევთავაზეთ. თავისთავად, იყო შეცდომები და მათზე აუცილებლად ვიმუშავებთ.

აქვე გეტყვით, რომ გიორგი აბურჯანია, ნიკა კაჭარავა და
ლაშა დვალი უკვე ხვალიდან ეროვნულ ნაკრებს შეუერთდებიან. რა თქმა უნდა, 28 მარტს უკრაინასთან მატჩში გვეყოლება შემცვლელები. ახლა არ ვიცი ვინ, ვნახოთ...

ასევე კმაყოფილი ვარ ლეგიონერების თამაშით - მაგრამ მათ მეტი შეუძლიათ, ისევე, როგორც ეროვნულ ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელებს", - განაცხადა გეგუჩაძემ.

მატჩის შემდეგ ასევე კომენტარი გააკეთა სან მარინოს მთავარმა მწვრთნელმა მირკო პაპინიმ.

ძალიან დიდი ხანი მოგვიწია მგზავრობა და თავს ძალიან დარლილად ვგრძნობდით. საქართველოს სახით ძალიან კარგი ემტოქე გვყავდა, თუმცა მაინც უკეთესი თამაშის ჩვენება შეგვეძლო. გვსურს საქართველოს ნაკრებს გამარჯვება მივულოცოთ და სამომავლოდ წარმატებები ვუსურვოთ", - განაცხადა სან მარინოელთა მწვრთნელმა.

შეგახსენებთ, რომ გია გეგუჩაძის გუნდი შესარჩევ ციკლში მომდევნო შეხვედრას 3 ივნისს, სტუმრად შვედეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. მანამდე კი 28 მარტს, ზესტაფონში, ამხანაგურად უკრაინას გაეჯიბრება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული