შუქურა-დინამო(თბ) 1:4 - ყველაფერი გეგმის მიხედვით [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ქობულეთელებმა თამაში ჩინებულად დაიწყეს და ანგარიშიც გახსნეს. ირაკლი კლიმიაშვილი, კობა შალამბერიძე, ლევან კუტალია და სანდრო გურული ბევრს კი ცდილობდნენ, მაგრამ მეკარე ილია სტურუას უხეში შეცდომის გამო უპირატესობა გაანიავეს, მერე კი "დინამომ" გაილაღა, ხოლო სტუმართა მესამე გოლის შემდეგ ქობულეთელებმა წარმატების იმედი დაკარგეს და თბილისელებმა საქმე ბოლომდე მიიყვანეს.

მშვენიერი თამაში ჩაატარა თბილისის "დინამოს" სიურპრიზმა გიორგი ჩაკვეტაძემ, რომლის დიდი დამსახურებით გავიდა პირველი ორი ბურთი. მან მშვენიერი საგოლე პასით თავი ამის შემდეგაც გამოიჩინა, მაგრამ დინამოელებმა ვერ ისარგებლეს.

ამჯერადაც აქტიური იყო საბა ლობჟანიძე, რომლის დარტყმის
შემდეგ ორი გოლი გავიდა. პირველი ავტოგოლად ჩაიწერა, მაგრამ არ მოისვენა და ულამაზესი საჯარიმო დარტყმით თავისი მაინც გაიტანა. თბილისელებმა მოედნის ცენტრში კარგად ითამაშეს, ოთარ კიტეიშვილი და ბაქარ ქარდავა დომინირებდნენ და თავიანთი გუნდის უპირატესობა ამით განაპირობეს.

თბილისელთა დამრიგებელმა კახა კაჭარავამ ეროვნულ ნაკრებში გამოძახებული კიტეიშვილი მეორე ტაიმში დაასვენა. მის ნაცვლად მოედანზე გასულმა გიორგი კუციამ კი ისეთი ლამაზი გოლი გაიტანა, შესაძლოა, "თვის გოლად" აღიარების პრეტენზიაც ჰქონდეს.

და ბაჩანა არაბული! მომენტების ნაწილი გაანიავა, მაგრამ მე-10 მაინც გაიტანა და ხუთშაბათ საღამოს მდგომარეობით ლოკომოტიველ ირაკლი სიხარულიძესთან ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანა.

მატჩის სტენოგრამა
3' - საჯარიმო დარტყმა ირაკლი კლიმიაშვილმა შეასრულა - მეკარე სერგეი ლიტოვჩენკომ ბურთი იოლად აიღო.
7' - გოლი! კლიმიაშვილის დარტყმული ლაშა თოთაძეს ხელზე მოხვდა. არბიტრმა დანიშნა პენალტი, რომელიც ზუსტად შეასრულა კუტალიამ - 1:0.
15' - ჩაკვეტაძემ კარგად ითამაშა, ბრძოლაში ბურთი შეინარჩუნა, ორ მცველს გასცდა და საჯარიმოსთან ბაჩანა არაბული მოძებნა. ამ უკანასკნელის დარტყმულზე მეკარე სტურუა უხეშად შეცდა და ანგარიში გათანაბრდა - 1:1.
19' - ჩაკვეტაძის კიდევ ერთი საგოლე პასი! ის სისწრაფეში გასცდა ორ მცველს და საჯარიმოში საბა ლობჟანიძე მოძებნა, რომელმაც ბურთს ფეხი წაჰკრა - სტურუამ მოიგერია, მაგრამ ჩაჩუას მოხვდა და კარში შეგორდა - 1:2.
28' - ულამაზესი გოლი! საბა ლობჟანიძემ საჯარიმო მშვენივრად შეასრულა და ბურთი "ცხრიანში" ჩაახვია - 1:3.
36' - მიქელთაძემ მეკარესთან პირისპირ დატოვა არაბული - ამჯერად, სტურუამ გუნდი აშკარა გოლისგან იხსნა!
41' - არაბული ჩაკვეტაძეს მეკარესთან პირისპირ ტოვებდა, მაგრამ ბოლო მომენტში ჩაჩუამ ბურთს ფეხი წაჰკრა და გუნდს აშკარა ხიფათი აარიდა.
47' - ულამაზესი გოლი! სტურუამ ბურთი ცუდად მოიგერია, კუციამ კი 35 მეტრიდან დაუხანებლად დაარტყა და 1:4!
55' - მეკარესთან პირისპირ დარჩა არაბული. სტურუა დროულად გამოვიდა და დინამოელმა მიზანს ააცილა.
63' - კუთხური გიორგი არქანიამ ჩააწოდა, კუტალიამ კარში დაარტყა, მაგრამ უზუსტოდ.
67' - ჩაკვეტაძე სწრაფად გასცდა მცველს და საჯარიმოში შეჭრილმა კარის წინ არაბულს უპასა, მაგრამ ცეცხლაძემ ბურთი მოიგერია და გუნდი გადაარჩინა.
79' - უმწვავესი მომენტი! ჩაკვეტაძე მარცხენა ფლანგზე ჟეფინიოს გასცდა, საჯარიმოში შეიჭრა და გიორგი პაპუნაშვილს უპასა. მცველის მიერ მოგერიებული ბურთი მიქელთაძეს მიუგორდა და კარს ააცილა.

ეროვნული ლიგა. XVI ტური
01.06. ქობულეთი. "ჩელე არენა"
შუქურა-დინამო(თბ) 1:4
გოლები: 1:0 კუტალია (7-პენ), 1:1 არაბული (15. ჩაკვეტაძის პასით), 1:2 ჩაჩუა (20-საკ. კარში), 1:3 ლობჟანიძე (28), 1:4 კუცია (47)
შუქურა (4-2-3-1): სტურუა (58. კამინსკი) - ცეცხლაძე, ბ. მახარაძე, ჩაჩუა, კალანდაძე - ჟეფინიო, კლიმიაშვილი (35. მალაზონია) - არქანია, კუტალია, გურული (84. ჭეჭელაშვილი) - შალამბერიძე.
სათადარიგოები: ართმელაძე, კლეცკოვი, ჭეჟია, დაგარგულია
მწვრთნელი: გიორგი შაშიაშვილი
დინამო (4-2-3-1): ლიტოვჩენკო - სალუქვაძე, ლოჩოშვილი, თოთაძე, თევზაძე - ქარდავა, კიტეიშვილი (46. კუცია) - მიქელთაძე (79. მესხი), ჩაკვეტაძე, ლობჟანიძე - არაბული (75. პაპუნაშვილი).
სათადარიგოები: ბეგაშვილი, კობოური, ბ. ქავთარაძე, ნ. ნინუა
მწვრთნელი: კახა კაჭარავა
გაფრთხილებები: თოთაძე (6), ჩაჩუა (27), მალაზონია (35), სტურუა (59)
არბიტრი: ა. ნონიკაშვილი.

დღეს გაიმართება
2 ივნისი
სამტრედია. "ეროსი მანჯგალაძე". 17:30
სამტრედია-კოლხეთი
ურთიერთშეხვედრები
34: +10 =8 -16, 35-55
დისკვალიფიკაცია
გ. მანჯგალაძე, დ. ჯიქია (სამტრედია)
პირველი წრე 2:1

ივანწმინდა. 17:30
ჩიხურა-ტორპედო
ურთიერთშეხვედრები
15: +6 =5 -4, 20-15
პირველი წრე 1:2

თბილისი. "მიხეილ მესხი". 19:30. LIVE "II არხზე" 
დილა-ლოკომოტივი
ურთიერთშეხვედრები
26: +4 =8 -14, 17-37
პირველი წრე 3:3

ბომბარდირები
ი. სიხარულიძე (ლოკომოტივი) 11
ბ. არაბული (დინამო თბ) 10
მ. გავაშელიშვილი (ლოკომოტივი) 8
მ. კოვტალიუკი (კოლხეთი) 8
დ. ტატანაშვილი (ჩიხურა) 8.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
სტურუამ 2 თამაში ითამაშა და არიქა გამოჭიმეთ ინტერვიუებში კარგით რა ძალით ნუ აფიჭებთ ამ პერსპექტიულ ბიჭებს. აცალეთ ჩამოყალიბდნენ ჯერ ფეხბურთელებად! კუალია კარგი ფეხბურთელია და ერთერთი ლიდერია. უკეთეს გუნდს იმსახურებს აშკარად!
Dragonfly
12:32 02-06-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული