გიორგი მერებაშვილი: უნდა ჩავიდეთ მოლდოვაში და სამი ქულა წამოვიღოთ

AutoSharing Option
ვლადიმირ ვაისი საინტერესო მოთამაშეებს დროდადრო თავის გამოჩენის შანსს აძლევს. ამჯერად, მან ნაკრებში რამდენიმე ისეთი ფეხბურთელიც გამოიძახა, რომელიც ამ შანსს მოთმინებით ელოდა...

ასე მაგალითად, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში პლოცკის "ვისლას" ერთ-ერთი ლიდერი (30 მატჩი, 6 გოლი) გიორგი მერებაშვილი ბრუნდება.

- ვლადიმირ ვაისმა ეროვნული ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

- რომ არ დაგიმალოთ, ვაისის სიაში ჩემი გვარის ამოკითხვა ძალიან მოულოდნელი აღმოჩნდა და უზომოდ გამახარა. პოლონეთის ექსტრაკლასას დამღლელი სეზონის დამთავრებამდე 2 ტური დარჩა და ოჯახთან ერთად დასვენებას ვგეგმავდი. თუმცა დასვენებაზე სასიამოვნო ეს ინფორმაცია
აღმოჩნდა. გახარებული ვარ და ვეცდები, ჩემი თავი საუკეთესოდ წარმოვაჩინო, ხოლო ნაკრებს წარმატების მიღწევაში დავეხმარო.

- ბოლოს ნაკრებში როდის გამოგიძახეს?
- წესიერად აღარც კი მახსოვს... წინა შესარჩევი იყო, გერმანიასა და შოტლანდიასთან შეხვედრებისთვის...

- მოლდოვასთან თამაშზე რას გვეტყვით? რა შანსები და მოტივაცია გვაქვს?
- შანსები ნებისმიერ მეტოქესთან გვაქვს. რაც შეეხება მოლდოვას, იოლი თამაში რომ არ იქნება, ეს საკამათო არაა და თბილისურ დაპირისპირებაშიც გამოჩნდა. მაგრამ უნდა ჩავიდეთ და სამი ქულა წამოვიღოთ. ჩვენს სატურნირო მდგომარეობაში სხვა გზას და გამოსავალს ვერ ვხედავ.

მოტივაციაზე კი ლაპარაკიც ზედმეტია, როდესაც საქმე შენს ქვეყანას ეხება - მისი სახელისთვის თამაში ყველაზე დიდი სიხარული და სიამოვნებაა.

- ანუ გადაიდო ოჯახის დასვენება?
- (იცინის) საბედნიეროდ, გადაიდო. მე და ჩემი ოჯახი დასვენებას მოვახერხებთ, ნაკრებში გამოძახება კი ისეთი ბედნიერებაა, ამას ოჯახის წევრები მშვენივრად ხვდებიან და ეს მიწვევა ჩემზე არანაკლებად გაუხარდათ.

- პოლონეთში ბოლო სეზონში საკმაოდ ბევრი ქართველი შეიკრიბეთ. კარგი ისაა, რომ საშუალოევროპული დონის ლიგაა.
- წლეულს 6 ფეხბურთელი ვიყავით და ახლა ხუთნი ვართ. სასიამოვნოა, რომ ქართველების მიმართ პოლონელთა ინტერესი გაზრდილია. ამ ქვეყანაში ფეხბურთის დონე ძალიან გაიზარდა, სტადიონები, მოედნები, სავარჯიშო პირობები ისეთია, ბევრ ქვეყანას შეშურდება და თამაში და წინსვლა თუ გინდა, აქ ამას აუცილებლად მოახერხებ.

- მომავალ სეზონშიც პლოცკის "ვისლაში" ითამაშებთ თუ უკეთეს ლიგაში ან გუნდში გიწვევენ?
- დასამალი რა არის, უკეთესი ვარიანტები გამომიჩნდა.

- ინტერესს პოლონელები ავლენენ თუ სხვა ქვეყნის კლუბები?
- ძირითადად პოლონური კლუბები.

- და სხვები?
- სხვა ევროპული ქვეყნების გუნდები.

- ეს უკვე საინტერესოა. არ გინდა, უფრო მეტი სიახლე გვითხრა და გულშემატკივარი გაახარო?!
- ჯერჯერობით, ეს ყველაფერი ინტერესის და ლაპარაკის დონეზეა, კონკრეტულს კი ახლა ვერ გეტყვით.

- პოლონეთში მოხვედრით კმაყოფილი ხარ?
- დიახ, ძალიან კმაყოფილი ვარ, რადგან მართლა მშვენიერი ლიგაა და რაც მთავარია, პროფესიონალები არიან. ფეხბურთელი ასეთ გარემოში იზრდება და შესაძლებლობის მაქსიმუმს ავლენს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
შენ თუ გაიტან 3 გოლს,მოვიგებთ...(ეს რისი მაქნისია)
status quo
01:03 29-05-2017
0
არიქა დაიწყეს ბლატავი, მერე კი კუუდამოძუებულები ხან ვის აბრალებენ ხან ვის.
haha
20:26 28-05-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული