ჯანო ანანიძე და გიორგი ჯიქია მოსკოვის "სპარტაკს" ესპანეთში გაჰყვნენ

AutoSharing Option
დღეს, 4 თებერვალს გამთენიისას, ზამთრის მეორე მოსამზადებელი შეკრების ჩასატარებლად ესპანეთში გაემგზავრა ჯანო ანანიძის გუნდი მოსკოვის "სპარტაკი", რომელიც ესტეპონაში დაბანაკდება.

მასიმო კარერას 26-კაციან გუნდს ესპანეთში ჯანოსთან ერთად, რუსეთის მოქალაქეობის მქონე გიორგი ჯიქიაც გაჰყვა. 

"სპარტაკი" ესტეპონაში ორი სპარინგ-მატჩის ჩატარებას აპირებს. გუნდი 10 თებერვალს ხორვატულ "ოსიეკთან" ითამაშებს, ხოლო 16 თებერვალს გასამართი საკონტროლო შეხვედრისთვის მეტოქე გუნდს მოგვიანებით შეარჩევს.

შეგახსენებთ, რომ "სპარტაკმა" პირველი შეკრება არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში გაიარა, სადაც საქართველოს ნაკრების ჰავბეკი "ჟილინასთან" სპარინგში შესანიშნავი გოლითაც გამოირჩა.

- ლეგიონის სამზადისი: ჯანოს გოლი, ქვილითაიას პასი [VIDEO]

"სპარტაკი" რუსეთის პრემიერლიგის საგაზაფხულო ეტაპს სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე ხვდება, ჩემპიონატში მომავალ მატჩს კი 5 მარტს სტუმრად "კრასნოდართან" გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული