"ლოკომოტივის" პრეზიდენტი: საბა კვირკველიას შენარჩუნება გვსურს, მაგრამ...

AutoSharing Option
მოსკოვის "ლოკომოტივის" პრეზიდენტმა ილია გერკუსმა რუსულ მედიასთან განაცხადა, რომ კლუბს საბა კვირკველიასთან თანამშრომლობის გახანგრძლივება სურს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების მცველზე უფლებებს ყაზანის "რუბინი" ფლობს, მოსკოველთა რიგებში კი ის სეზონის ბოლომდე იჯარით გამოდის.

"გვსურს, კვირკველია და არი (გუნდში იჯარით მყოფი კიდევ ერთი ფეხბურთელი) ჩვენთან დავტოვოთ, თუმცა ყველაფერი იმ პირობებზე იქნება დამოკიდებული, რომელსაც კლუბები წამოაყენებენ. სურვილი თავად ფეხბურთელებსაც აქვთ, მაგრამ მოლაპარაკებები მოგვიანებით გაიმართება", - თქვა გერკუსმა.

რუსეთის მიმდინარე პრემიერლიგაში კვირკველიამ "ლოკომოტივში" 8 მატჩი ჩაატარა, დღეს კი ამ გუნდთან ერთად რუსეთის თასის მოპოვებას
შეეცდება. "ლოკომოტივი" სოჭში გასამართ ფინალურ შეხვედრაში ეკატერინბურგის "ურალს" დაუპირისპირდება, რომლის ღირსებას გიორგი ჭანტურია და ჯიმი ტაბიძე იცავენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული