"ეს კოშმარია, მეორედ იქ აღარ ჩავალ!" - ანანიძემ "სპარტაკის" მეკარეს საქართველოში უმასპინძლა

AutoSharing Option
ჯანო ანანიძემ, მას შემდეგ, რაც მისმა გუნდმა მოსკოვის "სპარტაკმა" რუსეთის ჩემპიონობა მოიპოვა, არდადეგებზე საქართველოში თანაგუნდელი - მეკარე არტიომ რებროვი მოიპატიჟა.

საქართველოში გატარებული დღეების შთაბეჭდილებები "სპარტაკის" გოლკიპერმა sportsdaily.ru-ს გაუზიარა:

"საქართველოში ოთხი დღე დავყავით, სტუმრად ჯანო ანანიძესთან. ძალიან მომეწონა! მაგარი დასვენება გამოვიდა. მსგავსი სტუმართმოყვარეობა, სიმართლე გითხრათ, მანამდე არსად არასდროს მენახა. ეს კოშმარია! მეორედ იქ აღარ ჩავალ. ვუთხარი კიდეც: "ყველგან შენ იხდი - ასე არ შეიძლება!". მაგრამ საქართველოში ასე ყოფილა მიღებული - სტუმრებს საკადრისად უნდა დახვდნენ, გაუმასპინძლდნენ, სუფრა გაუშალონ".

"დარწმუნებული ვიყავი, რომ მომეწონებოდა, მაგრამ არა ასე ძლიერ. თბილისი, ყაზბეგი, მცხეთა, ხაჭაპური, ჩურჩხელა, ხინკალი, სულგუნი... გაგრძელება დაუსრულებლად შეიძლება!

ეს ულამაზესი, სტუმართმოყვარე ქვეყანაა, კეთილი ხალხით. ჩვენ შეყვარებული ვართ მასზე. თუკი ვინმეს გარკვეული შიში ან ეჭვები გაქვთ, ჩახვიდეთ თუ არა საქართველოში, გეტყვით, რომ აუცილებლად უნდა ჩახვიდეთ და მინიმუმ, ორი კვირით!", - ასეთი მინაწერი გაუკეთა რუსმა მეკარემ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ფოტოს, რომელიც მცხეთის ფონზეა გადაღებული.
ეხლა ზაზა ფაჩულიას ჯერია რომ ამერიკელების რიგი დააყენოს!
Vova
17:29 09-08-2017
0
იყო ასეთი რუსი მწერალი ვიქტორ ასტაფიევი, ჩამოიყვანეს ,კარგად დაასვენეს,მაგრადაც გაუმასპინძლდნენ და როცა რუსეთში დაბრუნდა დაწერა -ავადმყოფი ერი ხართ,სამკურნალონიო. .ასე ფიქრობდა მათი ინტელიგენციის უმეტესობა.
იმერელი
22:21 02-06-2017
0
ნეტავ უამრავი გვყავდეს ჯანოს მსგავსი პატრიოტი დასპორცმენი.ჯანოსსტუმარმა საქართველოს უფრო დიდი რეკლამა გაუკეთა ვიდრე ორმა ერთად აღებულმა ბოლო მთავრობამ.
ანზორ გოგმაჩაძე
19:03 02-06-2017
0
ისეთი ხალხი აკომენტარებს ცოცხალი რუსი რომ ახლოდან არც უნახია. 142 მილიონიო და მოკეთე და მტერიო და ა. შ. ჯერ ერთი რუსეთი ჯერ-ჯერობით ისევ სახელმწიფოა რომელიც ჩვენგან განსხვავებით თვითონ ირჩევს პოლიტიკას, გეგმავს ვის რა წაგლიჯოს და წაართვას, სამწუხაროდ ერთერთი საკბილო საქართველოა ამჟამად. რაც შეეხება მოკეთეს და მტერს მრავალი წელი რუსეთში ვარ ნაცხოვრები და თქვენ წარმოიდგინეთ ურალს იქით 90 პროცენტზე მეტს წარმოდგენაც არ აქვს სად არის საქართველო, რა რელიგიის ხალხი ცხოვრობს და როგორ უნდა იყოს ასეთი ადამიანი ან მტერი ან მოყვარე.იმ რუსს თავისი ასი გრამი და ერთი თავი ხახვი ურჩევნია ასეთ რამეებზე ფიქრს. ვინც ქართველს იცნობს და საქართველოსთან რაიმე შეხება ჰქონია, მათი 90 პროცენტზე მეტი კეთილგანწყობილია ჩვენი ქვეყნის მიმართ. რუსსაც გააჩნია, დღეს ბევრი რუსია რომელიც პატივისცემით ნამდვილად არ ჩამორჩებიან ქართველებს და სამწუხაროა თუ ასეთი ნაცნობი და მეგობარი რუსი არ გყავთ და არ შეგხვედრიათ ცხოვრებაში. პოლიტიკას კი ათასი კაცი ქმნის და აძლევს მიმართულებას და ყველამ კარგად იცის სადაც ხდება ამის დაგეგმვა, ხოლო ყველაფრის უკან დგას ფსბ რომლის გარეშეც რუსეთში ჭიანჭველაც კი ვერ გაიხარებს. არ ვიცი თქვენთვის კარგია ეს თუ ცუდი მაგრამ ჩემი ქართველობის გამო პატივისცემის მეტი არასოდეს არაფერი ცუდი არ მიგრძვნია იმ თქვენთვის "საყვარელი ღრუსებისაგან" და სხვისი არ ვიცი.
................
18:38 02-06-2017
0
აბსოლუტურად გეთანხმები ))
ლევან ორახელაშვილი
14 აგვისტო 2017 14:48
0
ერი რომელისაც ვუყვარვართ !!!!!
komunisti
17:52 02-06-2017
0
ერთხელ ხრუშჩოვსაც მოუწყვეს ასეთი მაგარი სუფრები, მაგრამ, რომ დათვრა გვერდზე გადაუწევია მწვადი და ხაჭაპურები და უთქვამს:
Сейчас бы бооорщ!
"მგელი მაინც ტყისკენ იყურებაო", ნათქვამია.
17:40 02-06-2017
0
გაუმარჟოს მეგობრობას, რომელიც აუცილებლად ტერიტორიის დაბრუნებასთან მიგვიყვანს! ჯანო ბოდიში თუ როდისმე ცუდი კომენტარი დავდე შენზე. ჯიგარი ხარ.
დათო
16:51 02-06-2017
0
ჩამოდით, ჩამოდით ბევრი და იქნებ და უკან ხელს გააყოლოთ ეს ბევრი რუსი სალდაფონებიც...და მერე ნახეთ ბატკანი, მწვადი და ხაჭაპური!!!!!
0
ჯანო შენ ჩვენი უბნის სიამაყე ხარ! გაიხარე და ბევრი წარმატებები!
ეთერი გიორგაძე
13:13 02-06-2017
0
ყველაფერს პოლიტიზებას ნუ უკეთებთ, ეს უბრალოდ ორი კაცის მეგობრობაა და არაფერი აქ საერთო რუსეთ-საქართველოს ურთიერთობასთან. რუსეთი ტერიტორიების წართმევას ცდილობს და ეს ფაქტია, რასაც ვერავინ ვერსად გაექცევა. ყველაფერს თავის სახელი აქვს და დღეს საქართველოსთვის რუსეთს მარტო ერთი სახელი აქვს: მტერი!
giorgi
12:58 02-06-2017
1
მეც მახსოვს ეგ ნარკვევი"არმიანსკოე გოსტეპრიიმსტვო ი რუსკოე სპასიბო"ეგრე ერქვა
NMN789
12:48 02-06-2017
0
fak
შეშინებული თუ იქნები რუსეთი და თურქეთი კი არა...

სომხეთიც ჩაგყლაპავს ღრუსების იმედით...

ძველი ქ ა რ ტ უ ლ ი,ტრადიციული ცხოვრების წ ე ს ი თ უნდა იცხოვრო:
,,მტერს-მ ტ ე რ ი უნდა დაარქვა და მეგობარს-მეგობარი,,

და მმტრის -მტრისას და მოყვარეს-მოყვრისას,,

და შ ე ე შ ვ ი თ ღრუსულ პროპაგანდას- ამერიკული და დასავლური ,,მასონები,,

ჯერ ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო რომ გაგვაცნია დღესაც მ ი ლ ი ა რ დ ო ბ ი თ ფინანსური დახმარებას გვიწევენ,
მე-2-ც პოლიტიკური და სამართლებრივი მ ხ ა რ დ ა ჭ ე რ ა უდიდესი და განუსაზღვრელია და
მერე

მე-3-ც-

აბაა ,,მასსონები,, ვართ ევროპაში და აშშ-ში ვინც ვცხოვრობთ ,ხოო ?!

აქ რომ 10-ლი წლობით ქართველობა ცხოვრობს; სწავლასა და შრომაზე ორიენტირებული,გულიანი და პასუხისმგებლობის სავსე,ქ ა რ თ უ ლ ი ცხოვრების წესით და მმართლმადიდებელი ქართულ ქრიასტიანულ ...ისე რომ საქართველოში ცხოვრობდეს (არა მუქთახორები და მტრისაგან დაფრთხალები-შიგნით რომ ჭამთ ერთმანეთს)..დღეს ღ ი რ ს ე უ ლ ი:უნგრეთზე,ბულგარეთზე,რუმინეთზე,სლოვაკიაზე უ კ ე თ იცხოვრებდა ქართველობა- ცხოვრების დონით და ხარისხით და მხოლოდ პ ე რ ს პ ე ქ ტ ი ვ ე ბ ი თ და ო პ ტ ი მ ი ზ მ ი თ...გიმეორებთ; ქ ა რ თ უ ლ ი ცხოვრების წესით!

შეეშვით მაგ ღღუსულ პროპაგანდას : ,,მასონური დასავლეთი,,

მასონური კი არა...ადამიანის შ რ ო მ ა ,სწავლა და მ ზ რ უ ნ ვ ე ლ ო ბ ა ღირებულებებს წარმოადგენს და ფასი აქვს ...
glaxuna
12:37 02-06-2017
0
აბა ცუდს როგორ იკადრებდა მიწვეული იყო
კოლა
12:36 02-06-2017
0
კომუნისტების დროს კამსამოლსკაია პრავდაში იყო ნარკვევი. რუს ქალბეტონს დააეკარგა პასპორტი, ფული, დარჩა ნოლზე ერევანში. სომეხმა მიიპატიჟა, 1 კვირა ოჯახში ყავდა, ყველაფერი ანახა და შემდეგ გაამგზავრა. მოსკოვში რუსმა იჩივლა - საიდენ ამდენი ფულიო? იმ სომეხმა კი, ამოალაგა ყველა ქვითარი (ავტობუსი და კინოთი დაწყებული რესტორნის ანგარიშით დამთავრებული). როგორო, თავისი მას უნდა გადაეხადა, ასე მოვილაპარაკეთო! ჩვენ სომხები არც ვართ და ვერც ვერასდროს გავხდებით! და ღმერთმა დაგვიფაროს!
alexandre
12:15 02-06-2017
0
სათაური ისეა შერჩეული სკანდალს ომ ეძებენ ჟურნალისტები :) მეტი დასკვნა ვერ გამოიტანეთ
ჯამლეტი
11:19 02-06-2017
0
სათაური მაგრად აგირჩევიათ :))))
ჯამლეტი
10:47 02-06-2017
0
კარგი რეკლამა კი გამოუვიდა))
0
კაით რა ხალხო რა მართლა კაით რა თქვენ რა გინდათ რუსული შოვინიზმი შეცვალოთ ან თურქული ან ევროპულ ამერიკული მასონიზმი ეს არ მოხდება ღმერთი ყველაფერს აბალანსებს არ იქნება რუსეთი ჩაგყლაპავს თურქეთი ხომ გაგიგონიათ ამიტომ ჩვენ ჩვენი ძლიერი მხარე სტუმართმოყვარეობა გავაგრძელოთ მტერთან ახლოს ჯობს ვიდრე შორს გაქცევა .
0
მე საპირისპიროდ ვფიქრობ.იმ142 მილიონიდან 141 მილიონს მართლა ვუყვარვათ და პატივს გვცემს.ქართული ღვინის 85%იყიდება რუსეთში .ასევე სხვა სასოფლო სამეურნეო პროდუქტების
ზაზა
03:31 02-06-2017
0
ისე ძალიან მოსწონთ, რომ უნდათ თვითონ ეკუთვნოდეთ!!!
გიორგი
03:24 02-06-2017
0
რუსეთი 142 მილიონია. 140 მილიონი ცუდს ფიქრობს პუტინით დაზომბირებული, მხოლოდ 2 მილიონი სრულიად საპირისპიროს. სამწუხაროდ ეს უმცირესობა ვერ აკეთებს პოლიტიკას და ვერ მეგობრობს ამიტომაც საქართველოსთან რუსეთი.
ზურა
00:18 02-06-2017
0
რუსეთი 142 მილიონია. 140 მილიონი ალბათ იგივეს ფიქრობს, ხოლო 2 მილიონი სრულიად საპირისპიროს. სამწუხაროდ ეს უმცირესობა აკეთებს პოლიტიკას
ზურა
22:04 01-06-2017
0
მესმის მაგრამ ასეთი ხალხი ვართ და გავაგრძელოთ ჯობია..ჯანოს კი წარმატებები.
პაატა
21:25 01-06-2017
0
ეხ,ნაცნობი სურათია,თან ბევრჯერ ნანახი,ჩვენც ჩამოგვყავდა,ჩვენც თან ვყვებოდით,ჩვენც პატივს ვცემდით...მერე რა ხდებოდა?მერე რით გვიხდიდნენ?ჩვენ ხო ვიდოყლაპიავეთ, ეტყობა ახლა ამათი ჯერია...აბა თქვენ იცით...ვტყუივარ?
upatrono
20:27 01-06-2017
0
ნაცნობი სურათია,თან ბერჯერ ნანახი,ჩვენც ჩამოგვყავდა,თან ვყვებოდით,პატივს ცემდით,მერე რახდებოდა?ყელამ კარგათ ვნახეთ რაც ხდებოდა...ჩვენ ვიდოყლაპიევეთ და ახლა ეტყობა ამათი ჯერი დადგა,,,ვტყუივარ?
upatrono
20:13 01-06-2017
0
ჯანო მაგარი კაცი ხარ
გოჩა
19:57 01-06-2017
0
საღოლ ჯანო! დაეხმარე ტურიზმს კაია
0
სიახლეები პოპულარული