[ლეგიონი] გიორგი მერებაშვილმა ნაკრებში ჩამოსვლამდე წაივარჯიშა

AutoSharing Option
2 ივნისს, პოლონეთის ექსტრაკლასაში სარელეგაციო ჯგუფში ბოლო, მე-7 ტურის მატჩები ჩატარდა, რომელშიც ქართველი ლეგიონერების გუნდებმაც ითამაშეს.

გიორგი მერებაშვილის "ვისლამ", რომელსაც ელიტაში ადგილი შენარჩუნებული ჰქონდა, პლოცკში "შლიონსკს" უმასპინძლა და ანგარიშით 0:3 დამარცხდა. მერებაშვილმა, რომელიც საქართველოს ნაკრებშია გამოძახებული, შეუცვლელად ითამაშა, 85-ე წუთზე კი გაფრთხილება მიიღო.

ნიკა ძალამიძის გუნდმა ლენჩნას "გურნიკმა" სტუმრად ფრედ 2:2 დაასრულა შეხვედრა "რუხთან" და ელიტასთან მასთან ერთად დაემშვიდობა. ძალამიძე სტუმართა განაცხადში არ ყოფილა.

სტუმრად მოიგო ლუკა ზარანდიას "არკამ" "ზეგლემბესთან" - 1:3. ქართველი ლეგიონერი მატჩის განცხადში არ ყოფილა.

პოლონეთში ჩემპიონთა
ჯგუფში მოთამაშე ქართველების გუნდები - მათე ცინცაძის "პოგონი" და ვაკო ყაზაიშვილის "ლეგია" 4 ივნისს, შესაბამისად, "კორონასა" და "ლეხიას" უმასპინძებენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული