"სპორტ ექსპრესი": გადაწყდა, საბა კვირკველია მოსკოვის "ლოკომოტივში" ითამაშებს!

AutoSharing Option
როგორც ცნობილი რუსული გამოცემა "სპორტ ექსპრესი" იუწყება, მოსკოვის "ლოკომოტივი" ყაზანის "რუბინს" საბა კვირკველიას კონტრაქტის გამოსყიდვაზე შეუთანხმდა.

წყაროს ცნობით, ტრანსფერის თაობაზე ოფიციალურად უახლოეს დღეებში გამოცხადდება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების 25 წლის მცველის სატრანსფერო უფლებები ყაზანის "რუბინს" ეკუთვნის, ხოლო გასული სეზონის მეორე ნახევარი მან მოსკოვის "ლოკომოტივში" იჯარის წესით გაატარა და კლუბთან ერთად ქვეყნის თასი მოიგო.

ამ დროისთვის კვირკველია ყაზანურ გუნდთან ერთად სეზონის განახლებისთვის ემზადება.
მკითხველის კომენტარები / 6 /
საბა სამტრედიელია. გვარი რუბინში ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ შეცდომით ჩაუწერეს და გაჰყვა ასე.
jumber
20:40 26-06-2017
0
და რა მნიშვნელობა აქ მაგას? გინდა გურული იყოს გინდა მეგრელი.DD
სტატუს ქუო-s
19:39 26-06-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული