ჯანო ანანიძე მოსკოვის "სპარტაკთან" ერთად სრული დატვირთვით ვარჯიშობს

AutoSharing Option
მოსკოვის "სპარტაკი" ახალი სეზონისთვის პატარა ავსტრიულ ქალაქ ფილახში ემზადება. მოგეხსენებათ, "სახალხო გუნდი" რუსეთის ჩემპიონი გახდა და მას ქვეყნის ღირსების დაცვა ჩემპიონთა ლიგაში მოუწევს.

ჩვენთვის მთავარი და სასიხარულო ის არის, რომ გუნდთან ერთად ემზადება საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ჯანო ანანიძეც.

გეხსომებათ - 25 წლის ნახევარმცველს საქართველოს ნაკრების ბოლო ორი მატჩი ტრავმის გამო გაუცდა.

ზოგადად, გასულ სეზონში ჯანოს ნაკლებად აწუხებდა ტრავმები და კარგი იქნება, თუ მომავალი საფეხბურთო წელი ამ მხრივ მისთვის კიდევ უფრო უპრობლემო იქნება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
მიდი ჯანო შენ იმედზე ვართ
ზაზა
13:07 27-06-2017
0
ფილახი არა.ვილახი.
გიგა
11:38 27-06-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული