რამდენი გადაიხადა საბა კვირკველიას ტრანსფერში მოსკოვის "ლოკომოტივმა"

AutoSharing Option
როგორც რუსული ფედერალური საინფორმაციო სააგენტო (riafan.ru) იუწყება, საქართველოს ნაკრების მცველი საბა კვირკველია უკვე გახდა მოსკოვის "ლოკომოტივის" ფეხბურთელი.

წყაროს ცნობით, საბა მოსკოვში ჩავიდა და კლუბთან კონტრაქტიც გააფორმა, მისმა სატრანსფერო ფასმა კი 3,5 მლნ ევრო შეადგინა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების 25 წლის მცველის სატრანსფერო უფლებები აქამდე ყაზანის "რუბინს" ეკუთვნოდა, ხოლო გასული სეზონის მეორე ნახევარი მან მოსკოვის "ლოკომოტივში" იჯარის წესით გაატარა და კლუბთან ერთად ქვეყნის თასი მოიგო.

ამასობაში, თავად საბამ სოციალურ ქსელში თავის გვერდზე "ლოკომოტივის" საკლუბო მუზეუმში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 4 /
მარტლაც რო ეკუტნის საბას წარმატებები,გილოცავ საბა
შოთა
20:36 01-07-2017
0
საკმაოდ კარგი გუნდია, სიომინიც კვალიფიცირებული მწვრთნელი. კარგი იქნება საბამ შემდგომი კარიერა ბუნდესლიგაში გააგრძელოს.
მერაბი
15:49 28-06-2017
0

სიახლეები პოპულარული