ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

"შახტარის" თავკაცი: დავით ხოჭოლავათი სრულებით კმაყოფილი ვარ

AutoSharing Option
დონეცკის "შახტარის" მთავარმა მწვრთნელმა პაულუ ფონსეკამ კლუბის პრესსამსახურთან გერმანულ შეკრებაზე გუნდის მზადებასა და ახალწვეულებზე საუბრისას, დავით ხოჭოლავაზეც ილაპარაკა.

"სრულებით კმაყოფილი ვარ. ხოჭოლავა აქამდე გამოდიოდა გუნდში, რომელიც სრულიად განსხვავებულად იცავს თავს. მიუხედავად ამისა, ის შესანიშნავად ახერხებს ჩვენს სათამაშო სტილთან ადაპტირებას. რა თქმა უნდა, მას მრავალ ასპექტში აქვს მოსამატებელი, რათა შეასრულოს თავისი ფუნქციები, მაგრამ მე კმაყოფილი ვარ", - თქვა ფონსეკამ.

შეგახსენებთ, რომ 24 წლის ქართველმა მცველმა გასული სეზონი ოდესის "ჩერნომორეცში" ჩაამთავრა. ცოტა ხნის წინ კი ის "შახტარს" შეუერთდა, რომელთანაც 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

უკრაინაში სეზონი 15 ივლისს, ოდესაში დანიშნული სუპერთასის მატჩით განახლდება, რომელშიც ერთმანეთს "შახტარი" და კიევის "დინამო" დაუპირისპირდებიან.
ასევე დაგაინტერესებთ