ვაკო ყაზაიშვილი "სან ხოსეში" დებიუტზე: ეს თამაში უნდა დავივიწყოთ

AutoSharing Option
"სან ხოსეს" ქართველმა შემტევმა, ვაკო ყაზაიშვილმა, სადებიუტო თამაშის ჩატარებისა და პირველი გოლის გატანის შემდეგ, კომენტარი გააკეთა.

დღეს დილით, ყაზაიშვილის "სან ხოსე" ნიუ იორკ რედ ბულთან" ანგარიშით 1:5 დამარცხდა. კალიფორნიელთაგან ერთადერთი გოლი სწორედ ქართველმა ფეხბურთელმა გაიტანა.

"ჩემი დებიუტი შედგა. ჩემთვის, კარგი თამაში გამოვიდა, მაგრამ არა გუნდისთვის. ეს შეხვედრა რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავივიწყოთ და კვირის თამაშზე ვიფიქროთ.

ამერიკაში ცხოვრება მომწონს. აქ კარგი ხალხი ცხოვრობს და ჩემთვის ყველაფერი კარგად მიდის.

MLS-ზე ბევრს ვერაფერს გეტყვით, რადგან ეს ჩემი პირველი თამში იყო. თუ იმ
ჩემპიონატებს შევადარებთ, სადაც აქამდე მითამაშია, შემიძლია გითხრათ, რომ მეტ-ნაკლებად მსგავსია." - ციტირებს ვაკოს სიტყვებს "სან ხოსეს" ოფიციალური ვებგვერდი.

- ვაკო ყაზაიშვილის წარმატებული წარუმატებელი დებიუტი - გოლი და 1:5 წაგება [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული