მასიმო კარერა: ჯანო ანანიძე 100 პროცენტით სათამაშო ფორმაშია

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ ტრავმა მოიშუშა და დიდი შანსია, მოსკოვის "სპარტაკის" მაისურით, რუსეთის პრემიერლიგის მე-14 ტურის მატჩში "ამკართან" ითამაშოს.

ქართველი ფეხბურთელისა და მისი თანაგუნდელი კვინსი პრომესის მდგომარეობისა და მომავალ მატჩში მათი თამაშის შესაძლებლობის შესახებ "სპარტაკის" მთავარმა მწვრთნელმა მასიმო კარერამ "სპორტ ექსპრესთან" ისაუბრა:

"ფეხბურთელები გუნდთან ერთად ვარჯიშობენ და თითქმით 100 პროცენტით არიან სათამაშო ფორმაში. თუმცა, წინ კიდევ ერთი დღე გვაქვს საიმისოდ, რომ დავფიქრდეთ".

მოსკოვის "სპარტაკი" პერმის "ამკარს" საკუთარ მოედანზე 20 ნოემბერს უმასპინძლებს.

შეგახსენებთ, რომ 24 წლის ჰავბეკი საქართველოს ნაკრებს მოლდოვასთან
მატჩში ტრავმის გამო ვერ დაეხმარა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული