ეროვნული სტადიონი საფეხბურთო კლუბ "დინამოს" 49 წლით გადაეცა

AutoSharing Option
საფეხბურთო კლუბ "დინამოსთან" თბილისის მერიამ 49-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა.

მერიის ინფორმაციით, მემორანდუმი ითვალისწინებს ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონის მოვლა-პატრონობას და რეკონსტრუქციას, სტადიონის მწვანე საფარის შეცვლას (განახლებას), ყოველწლიური ინვესტიციის განხორციელებას, მთელი ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში სტადიონის პროფილის შენარჩუნებას, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონის უეფა-სა და ფიფა-ს საერთაშორისო თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას, რათა სტადიონი საერთაშორისო დონის საფეხბურთო მატჩებისათვის მუდმივად მზად იყოს.

ხელშეკრულებას თბილისის მერიაში დღეს, 25 აგვისტოს მოეწერა ხელი. მემორანდუმი მერის მოადგილე გიორგი ცხაკაიასა და საფეხბურთო კლუბ "დინამოს" დირექტორ ზურაბ პოლოლიკაშვილს შორის გაფორმდა.

სტადიონის
რეკონსტრუქცია 29 აგვისტოდან დაიწყება.

"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული