"მიხეილ მესხი" მისახედია!.. რა მდგომარეობაშია მოედანი ფესტივალის გახსნის შემდეგ [PHOTO]

AutoSharing Option
ფოტოზე: ასეთ მდგომარეობაშია მოედანი გახსნის ცერემონიალის შემდეგ

როგორც მოგეხსენებათ, თბილისი ამ დღეებში ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს მასპინძლობს. ამ თამაშების გახსნის ცერემონიალი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა. იქვე შედგება დახურვის წარმოდგენაც.


რა თქმა უნდა, არავინ დავობს იმაზე, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ამ უმნიშვნელოვანეს სპორტულ მოვლენას საქართველოს მთავარი სპორტული არენები უნდა დავუთმოთ.

არის მეორე მომენტიც - მინდვრის საფარი ამ დროისთვის, რბილად რომ ვთქვათ, არ არის იდეალურ მდგომარეობაში. ეს კი ის პრობლემაა, რომელსაც ნამდვილად ვერ წავუყრუებთ. საქართველო
დღეს არ არის განებივრებული კარგი სტადიონებითა და მინდვრებით. "მიხეილ მესხი" კი ამ მხრივ ერთ-ერთ იშვიათ გამონაკლისს წარმოადგენს ქვეყანაში.

სულ მალე საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი დაიწყება და ეს სტადიონი ძალიან გვჭირდება. გვჭირდება ისეთი, როგორიც ადრე იყო და არა ისეთი, როგორიც ახლა არის. ამას გარდა, სუპერთასის მატჩის წინ აქ "ბარსელონამ" უნდა ივარჯიშოს და კარგი იქნება, თუ ევროპელებისგან შენიშვნებს არ დავიმსახურებთ.

იმედია, ვისაც ეს ეხება, დროულად მიაქცევს ყურადღებას შექმნილ მდგომარეობას...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
ნუთუ გახსნის და დახურვის ოპტმალური ვარიანტი არ არსებობდა სტადიონის ინფრასტრუქტურა რომარ დაერღვიათ.ამ ჩვენი ,,ნიჭიერი“ რეჟისორების ტვინი ესიგი მაგდენს ვერ წვდება.
soso
16:53 31-07-2015
0
დახურვა თავისუფლების მოედანზე ჩაატარონ, ან კუს ტბაზე.
გიო
16:49 31-07-2015
0

სიახლეები პოპულარული