დინამო (თბ) VS ალაშკერტი - მთელი საქართველოს იმედი

AutoSharing Option
დღეს, 21:00 საათზე, ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში თბილისის "დინამო" საკუთარ მოედანზე სომხეთის ჩემპიონს, ერევნის "ალაშკერტს" დაუპირისპირდება. "დინამო არენაზე" დასასწრები ბილეთების ფასი 5-10 ლარია, მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს კი საზოგადოებრივი მაუწყებლის "მეორე არხი" გეგმავს.

როგორც შევიტყვეთ, "დინამოს" ფორვარდი ნიკა გელაშვილი დააკლდება. მას კუნთის პრობლემა აქვს. შესაძლოა, ის საპასუხო მატჩში დაეხმაროს გუნდს.

მატჩის წინა დღეს ორივე გუნდმა "დინამო არენაზე" ივარჯიშა. მეტოქეთა მწვრთნელებმა კი მასმედიის ცნობისმოყვარეობა დააკმაყოფილეს...

ახლა სიტყვა მივცეთ იურაი იარაბეკს. მასთან ერთად მედიის ცნობისწადილი თბილისური კლუბისა და საქართველოს ნაკრების
ნახევარმცველმა ვახტანგ ჭანტურიშვილმაც დააკმაყოფილა...

Sportall.Ge

იურაი იარაბეკი:
- მოგესალმებით და მადლობას გიხდით მობრძანებისთვის. ბოლო გუნდი ვართ საქართველოდან, რომელიც შემორჩა ევროთასებს. ასე რომ, მთელი ქვეყანა ახლა ჩვენ შემოგვცქერის, ჩვენი იმედი აქვს... კარგი შეკრება გავიარეთ, ბევრი ვიმუშავეთ...

როგორც ვიცი, ბევრი სომეხი გულშემატკივარი აპირებს თამაშზე მოსვლას. მე კი მინდა, სტადიონზე მოვიწვიო ქართველი ქომაგი. ჩვენ მათი ძალიან გვეიმედება.

- რა ხდება ლადო დვალიშვილთან დაკავშირებით? მოხერხდა თუ არა განაცხადში მისი შეყვანა?
- ყველა პრობლემა მოგვარდა. დვალიშვილს შეუძლია თამაში "ალაშკერტის" წინააღმდეგ და ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

- "დინამომ" ავსტრიულ შეკრებაზე მხოლოდ ერთი მატჩი მოიგო. რას იტყოდით თამაშის ხარისხზე?
- მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ ერთი მატჩი მოვიგეთ, შეკრებით კმაყოფილი ვარ. ჩვენი მეტოქეები ის გუნდები იყვნენ, რომლებიც სისტემატურად თამაშობენ ევროთასებზე. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ - ძალიან ბევრი ვიმუშავეთ და იმედი გვაქვს, ეს ნაყოფს გამოიღებს.

- რამდენად კარგად გყავთ შესწავლილი "ალაშკერტი"?
- შემიძლია ვთქვა, რომ მეტოქე კარგად შევისწავლეთ. შარშან ეს გუნდი ევროპის ლიგაზე თამაშობდა და შოტლანდიური "სენტ ჯონსტონი" გამოთიშა ასპარეზობიდან. ამის მიუხედავად, ჩვენ თბილისის "დინამო" ვართ და ჩვენი ერთადერთი ამოცანა შემდგომ ეტაპზე გასვლაა.

- სტუმარი ჟურნალისტები ამბობენ, რომ მომდევნო ეტაპზე გასვლის შემთხვევაში, "ალაშკერტის" ფეხბურთელებს სოლიდურ პრემიებს დაურიგებენ. რა ხდება ამ მხრივ "დინამოში"?
- ამ კითხვას არ ვუპასუხებ. ჩვენი ფეხბურთელები არა ფულზე, არამედ თამაშზე ფიქრობენ. მხოლოდ სამშაბათის მატჩზე არიან კონცენტრირებულნი.

- როგორ ფიქრობთ, ორმატჩიანი დუელის ბედი სამშაბათს გადაწყდება თუ საპასუხო შეხვედრაში?
- ჩვენ კი გვსურს, თბილისურ მატჩშივე გადავწყვიტოთ ორრაუნდიანი დაპირისპირების ბედი, მაგრამ ეს რთული იქნება. ჩავთვალოთ, რომ 12 ივლისს ჩვენ მხოლოდ პირველ ტაიმს ვთამაშობთ. ფეხბურთი კი ორი ტაიმისგან შედგება...

- რას იტყვით "დინამოს" ლეგიონერებზე?
- ჩვენ მათ კარგა ხნის განმავლობაში ვაკვირდებოდით. ძალიან კარგი ფეხბურთელები არიან. ეგაა, მათ დრო სჭირდებათ შესაძლებლობების გამოსავლენად. მაგალითად, სკრიბე ძალიან ნიჭიერი მეკარეა. ის საფრანგეთის მეორე ლიგაში თამაშობდა. კურიე ბულგარეთის ჩემპიონატის საუკეთესო ლეგიონერი გახდა. ველევი იმავე ქვეყნის ნაკრების წევრია. შპიჩიჩიც ძალიან კარგი მოთამაშეა. სამშაბათს კარში, 99 პროცენტით, სკრიბე იდგება. მეტს ვერაფერს ვიტყვი.

- ვიცით, რომ ძალიან გინდოდათ თქვენი ყოფილი შეგირდის, ერიკ საბოს დამატება...
- მადლობა "დინამოს" პრეზიდენტს, კლუბის მენეჯმენტს. მათ ყველაფერი გააკეთეს, რომ ეს ტრანსფერი შემდგარიყო. უბრალოდ, პაოკ-ის პრეზიდენტმა სავიდიმ თქვა, რომ საბომ უნდა ითამაშოს საბერძნეთის ჩემპიონატში. ახლა კი, როგორც ვიცი, საბო თურქეთში მიდის...

ვახტანგ ჭანტურიშვილი:
- ორი შეკრება გავიარე - ჯერ ნაკრებთან, მერე "დინამოსთან" ერთად. ყველას ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებით ვითამაშებთ. მინდა, საკლუბო დონეზე რაიმე ღირებულს მივაღწიო...

* * *
იარაბეკის შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს "ალაშკერტის" დამრიგებელმა აბრამ ხაშმანიანმა უპასუხა.

- თბილისის "დინამოს" უდიდეს პატივს ვცემ. შანსებს თანაბრად შევაფასებ. ყველაფერი მინდორზე გადაწყდება.

- "დინამოსა" და "არარატის" დაპირისპირებები თუ გახსოვთ?
- მაშინ სხვა დრო იყო, საბჭოთა დრო. 7 წელი ვითამაშე "არარატში". დღეს "არარატი" აღარ არის ძველებურად ძლიერი... რაც შეეხება ჩვენს კლუბს, ახალგაზრდა გუნდი გვყავს, სულ რაღაც 4 წლის... ჩვენს სპონსორთან და პრეზიდენტთან ერთად მიზნად ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში გასვლა გვაქვს დასახული. შეიძლება ახლა ეს არ გამოვიდეს, მაგრამ მომავალ წელს ან ორი წლის შემდეგ უნდა შევძლოთ.

რაც შეეხება "დინამოს", ის ძველ დონეზეა, ფლაგმანია... კიდევ ერთხელ ვადასტურებ - ამ გუნდს უდიდეს პატივს ვცემ!

Sportall.Ge

- ახლახან გუნდში ქართველი ირაკლი კვეკვესკირი აიყვანეთ...
- ის "მიკაში" თამაშობდა. მე ვიცი მისი შესაძლებლობები. ჩვენი მიზანი ძლიერი გუნდის შექმნაა - ისეთის, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში რომ მოხვდება.

- ფეხბურთელებმა ძალები თუ აღიდგინეს "სანტა კოლომასთან" მატჩის შემდეგ?
- ოპტიმალურ, ასპროცენტიან მზადყოფნაში ვერც ჩვენი მოწინააღმდეგე იქნება. მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ "სანტა კოლომასთან" მატჩის შემდეგ აღგვედგინა ძალა და ვნახოთ, რა გამოვიდა...

- გუნდი დატოვა ბრაზილიელმა ფორვარდმა ჰებერმა, დისკვალიფიცირებულია მანასიანი. თავდასხმაში პრობლემები ხომ არ გექნებათ?
- უთავდამსხმელოდ ნამდვილად არ ვითამაშებთ. ჩემი საქმეა, როგორ შევცვლი ფორვარდებს. გვყავს სხვა კვალიფიციური შემტევებიც... მანასიანს რა სასჯელს დააკისრებს უეფა, ამას 15 ივლისს შევიტყობთ. პირველ მატჩს ნებისმიერ შემთხვევაში გამოტოვებს.

- ჩვენმა სომეხმა მეგობრებმა შეგვატყობინეს, რომ განსაკუთრებით დიდ პრემიებს შეგპირდნენ, თუ "დინამოს" დაამარცხებთ...
- მე მართლა არ ვიცი პრემიების რაოდენობა. თუ დიდი იქნება, ძალიანაც კარგი (იცინის).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 24 /
მუშვან-ს იცი ვიღაც სხვა "ადამიანი" შეურაწყოფას რომ გაყენებს, მეორე ლოყა არ უნდა შეუშვირო, ყოველთვის დუმილი არ ნიშნავს იმას რომ 1 თავით მაღლა ხარ იმაზე და არ აქ მნიშვნელობა კლავიატურით ხარ თუ პირისპირ)) მე სიმართლე დავწერე ეს შეურაწყოფა არ არის:დ))))) ხომ იცი რომ მართლა იყვნენ დაბყრობილები ჩვენ მიერ (ან ირანის ან თურქეთის) და სულ ჩვენი გავლენის ქვეშ იყვნენ და ესენი გვეუბნებიან თქვენ არ ხართ ქართველებიო
svani
19:42 12-07-2016
0
დიდი იმედი მაკვს დინამოსი რომ ამ ეტაპს გადავლახავტ და მერეზე მერე ვიფიკროტ ბიჯებო ცარმატებები დინამოს
amirani
19:26 12-07-2016
0

სიახლეები პოპულარული