კრიშტიანო რონალდო: მადრიდის "რეალში" მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელთან ვმუშაობ

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" პორტუგალიელმა თავდამსხმელმა კრიშტიანო რონალდომ განაცხადა, რომ ესპანეთის ჩემპიონების შემადგენლობაში თამაშით კმაყოფილია.

"რეალში" თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. ჩვენ ყოველთვის უმაღლეს ამოცანებს ვისახავთ მიზნად. აქ საშუალება მაქვს მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელთან და მსოფლიო დონის მოთამაშეებთან ვიმუშაო", - თქვა რონალდომ.

ესპანურ პრესაში იყო ინფორმაცია, რომ რონალდოს შესაძლოა მადრიდულ კლუბთან კონტრაქტი არ გაეგრძელებინა. საქმე ისაა, რომ ზოგიერთი ევროპული კლუბი ფორვარდს კონტრაქტის სანაცვლოდ თავბრუდამხვევ თანხას სთავაზობს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული