ლეო მესიმ ბოლო დღეებში 10 მილიონი ევრო გადაიხადა

AutoSharing Option
ესპანური პრესის ცნობით, ლეო მესიმ ბოლო დღეებში სახელმწიფოს ხაზინაში ნაჩქარევად შეიტანა 10 მილიონი ევრო გადასახადების სახით.

"ლა ვანგარდიას" ცნობით, მესიმ 2010 და 2011 წლის "დავალიანებები" გაისტუმრა.

ჟურნალისტები ამტკიცებენ, რომ არგენტინელმა ეს იმიტომ გააკეთა, რომ ბრალდება არ დაუმძიმდეს და ის აღნიშნულ წლებზეც არ გავრცელდეს.

შეგახსენებთ, რომ ლეოს და მის მამას, ხორხე ორასიო მესის 2007-2009 წლებში 4,1 მილიონი ევროს გადასახადების დამალვას აბრალებენ.

ისინი სასამართლოში 17 სექტემბერს უნდა გამოცხადდნენ.

იმავე წყაროს ცნობით, ლეოს ადვოკატები ძალებს არ იშურებენ,
რათა სახელმწიფოსთან ამ წლებზეც მიაღწიონ შეთანხმებას, რათა მას საბოლოოდ მოეხსნას ბრალდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული