ანდრეს ინიესტა: ხერარდო მარტინო "ბარსელონასთვის" საუკეთესო არჩევანია

AutoSharing Option
"ბარსელონას" ერთ-ერთმა ლიდერმა ანდრეს ინიესტამ თავისი აზრი გამოთქვა გუნდის ახალ თავკაც, არგენტინელ ხერარდო მარტინოზე.

"მე მგონია, რომ ხერარდო მარტინო "ბარსელონასთვის" საუკეთესო არჩევანია კანდიდატებისგან. ვფიქრობ, ის ყველაზე მეტად შეეფერება ჩვენი კლუბის სათამაშო სტილს.

მე მახსოვს ის, რადგან ჩვენი გზები ერთხელ გადაიკვეთა - ის პარაგვაის მწვრთნელი იყო სამხრეთ აფრიკაში გამართულ მუნდიალზე"
, - განაცხადა იმ მუნდიალის გმირმა ინიესტამ.

2010 წლის მუნდიალზე ვისენტე დელ ბოსკეს ესპანეთმა 1:0 მოუგო ხერარდო მარტინოს პარაგვაის. იმ მატჩში ინიესტამაც ითამაშა, ხოლო იკერ კასილიასმა ოსკარ კარდოსოს პენალტი მოიგერია. ეს მუნდიალის მეოთხედფინალი იყო.

შეგახსენებთ, რომ
50 წლის ხერარდო "ტატა" მარტინო 23 ივლისს ოფიციალურად გახდა "ბარსელონას" მწვრთნელი ტიტო ვილანოვას ნაცვლად.

ასევე იხილეთ:
"ბარსელონამ" ხერარდო მარტინოს დანიშვნა დაადასტურა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული