ხერარდო მარტინო: მაქვს იდეები...

AutoSharing Option
"ბარსელონამ" ახალი მთავარი მწვრთნელი ხერარდო "ტატა" მარტინო გაიფორმა და პუბლიკას წარუდგინა. როგორც ადრე ვწერდით, კონტრაქტი 2-წლიანია. ის ოფიციალურად გახდა კლუბის ისტორიაში მე-4 არგენტინელი მწვრთნელი.

- კლუბის ხელმძღვანელობის მადლობელი ვარ ამ ნდობისთვის. "ბარსელონა" უმაღლესი დონის კლუბია და აქ მუშაობა ჩემთვის ძალზე საამაყოა. ვწუხვარ, რომ გუნდში შექმნილი ცუდი მდგომარეობის გამო მომიწვიეს. ტიტო ვილანოვას ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ მომავალში, უპირველესად კი მალე გამოჯანმრთელებას.

"ბარსელონას" ფეხბურთელები არ მიცნობენ, რადგან ევროპაში არ მიმუშავია. ამოტომაც კლუბთან ადაპტაციას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ.მაქვს იდეები, რომლებიც, ჩემი აზრით, გუნდს გააძლიერებს.

ნეიმარი
და მესი ერთად? არ მგონია, რომ ასეთი დონის ფეხბურთელები ვერ შეთამაშდნენ. ეს პრობლემა არაა. თუ რამე სიძნელეები გაჩნდა, ეს მწვრთნელის ბრალი იქნებდა და არა ფეხბურთელების
.

ასევე იხილეთ:
ხერარდო მარტინოს "ბარსელონაში" ყოფილი შეგირდი მიჰყავს - გაიცანით სანტიაგო ვერხინი [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული