ჟერარდ პიკე: "ბარსელონას" ფეხბურთელები ტიკი-ტაკას მონებად იქცნენ

AutoSharing Option
ესპანეთის ნაკრებისა და "ბარსელონას" ცენტრალური მცველი, 26 წლის ჟერარდ პიკე კლუბის სათამაშო სტილს აკრიტიკებს.

მან იტალიურ პრესასთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ მიესალმა "ბარსელონას" მწვრთნელად არგენტინელი ხერარდო მარტინოს დანიშვნას.

"ხოსეპ გვარდიოლა და ტიტო ვილანოვა კლუბში აღზრდილი მწვრთნელები იყვნენ და ცოტას აჭარბებდნენ თავიანთი სტილით. ბოლო დროს "ბარსას" ფეხბურთელები ტიკი-ტაკას მონებად იქცნენ.

ახლა მოვიდა მწვრთნელი გარედან - ტატა მარტინო. მართალია, მისი სათამაშო სტილი არ არის ძალზე განსხვავებული, მაგრამ მას უფრო მეტი ვარიანტი აქვს და ეს ძალიან კარგია, განსაკუთრებით მაშინ, როცა მეტოქე გვიცნობს და საკუთარ
კართან იკეტება"
, - განაცხადა პიკემ.

ასევე იხილეთ:
ცეკვის მასწავლებელი მესი, მესაზღვრე პიკე და მხატვარი ინიესტა კუნძულ "ბარსელონაზე" [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული