მესი შუშის ფეხბურთელია, მაგრამ გვარდიოლას საიდუმლო მეთოდი ჰქონდა

AutoSharing Option
ესპანეთში საინტერესო სტატისტიკა გამოაქვეყნეს, რომლის მიხედვით, ლიონელ მესი არც ისეთი ჯანმრთელია, როგორც ყველას ჰგონია.

ბოლო დროს მესი ტრავმებმა დატანჯა, არადა, ადრე ეს დიდი იშვიათობა იყო მისთვის ან სხვა შემთხვევაში დაზიანება მალევე უშუშდებოდა.

არგენტინელის ასეთ ჯანმრთელობას ხოსეპ გვარდიოლამ მიგვაჩვიაო, - წერს ესპანური გამოცემა sport.es-ი.

მესი "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი 2005/06 წლების სეზონში გახდა, თუმცა ამავე დროს გახდა ცნობილი მისი ტრავმებისკენ მიდრეკილება. ზუსტად ტრავმის გამო გამოტოვა მესიმ "არსენალთან" ჩემპიონთა ლიგის ფინალი.

2007 წლის 5 თებერვალს ფორვარდმა მუხლის მყესის ტრავმა მიიღო და მწყობრიდან სეზონის ბოლომდე
ამოვარდა.

2007/08 წლების სეზონში მესის ასევე სერიოზული ტრავმა ჰქონდა და უამრავი მიკროტრავმა აწუხებდა. გარდა ამისა, თავს ისევ მყესის პრობლემები ახსენებდა და მარჯვენა ფეხის ტერფის პრობლემებიც ჰქონდა.

ამის შემდეგ მოვიდა ხოსეპ გვარდიოლა და 4 სეზონის განმავლობაში არგენტინელმა ფეხბურთელმა მხოლოდ 2 კვირა გამოტოვა, როცა უიფალუშისგან ფეხში დარტყმა მიიღო და ძვალში ბზარი გაუჩნდა.

ხოლო გვარდიოლას წასვლის შემდეგ მესის მიდრეკილებამ ტრავმების მიმართ კვლავ იჩინა თავი.

გასულ სეზონში ტრავმების გამო მესი გუნდს ორჯერ დააკლდა, როცა "ბარსელონას" ტიტო ვილანოვა ხელმძღვანელობდა და უკვე სამჯერ მოხვდა ლაზარეთში ხერარდო მარტინოს დროს.

ფაქტი ჯიუტია - რაიკარდთან ორ სეზონში მესი ლაზარეთში 7-ჯერ მოხვდა, გვარდიოლას დროს ერთხელ, ხოლო გვარდიოლას წასვლის შემდეგ 1.5 სეზონში 5-ჯერ.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ორი დასკვნა შეიძლება დაიდოს: 1) ეს ყველაფერი დამთხვევაა; 2) გვარდიოლამ იცოდა საიდუმლო, როგორ ემუშავა მესისთან ისე, რომ არგენტინელს უმაღლეს დონეზე ეთამაშა და ტრავმები აეცილებინა.

ასევე იხილეთ:
უცხოპლანეტელებთან მატჩში დედამიწის ნაკრებს ლიონელ მესი უკაპიტნებს [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 1 /
ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ორი დასკვნა შეიძლება დაიდოს: 1) ეს ყველაფერი დამთხვევაა; 2) გვარდიოლამ იცოდა საიდუმლო, როგორ ემუშავა მესისთან ისე, რომ არგენტინელს უმაღლეს დონეზე ეთამაშა და ტრავმები აეცილებინა. მე ჩემი 3-ე დასკვნა მაქვს:მოწინააღმდეგემ ძლიერად ჩაარტყა და კუნთი გაუწყვიტა...
giorgi
19:08 12-11-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული