ლა ლიგა. XIV ტური: უმწვრთნელო ვალენსიამ "ბარსელონას" არ მოაგებინა [VIDEO]

AutoSharing Option
5 დეკემბერს ესპანეთის ლა ლიგის მე-14 ტურის 5 შეხევდრა გაიმართა.

"რეალის" შემტევი სამეული კვლავ ამოქმედდა - "ხეტაფეს" ჯერ კიდევ პირველ ტაიმში გაუტანეს ქარიმ ბენზემამ (დუბლი), გარეთ ბეილმა და კრიშტიანო რონალდომ, "სამეფო კლუბმა" დერბი - 4:1 მოიგო.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

დიეგო სიმეონეს "ატლეტიკომ" სტუმრად დიეგო გოდინისა და ანტუან გრიზმანის გოლებით დაამარცხა "გრანადა".

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge


"მესტალიაზე" ლუის სუარესმა საეჭვო ვითარებაში (ურუგვაელი სავარაუდოდ, თამაშგარე მდგომარეობაში იყო) დააწინაურა "ბარსელონა", მაგრამ "ვალენსიამ" შესანიშნავი კომბინაციით უპასუხა მეტოქეს და სანტი მინამ ანგარიში გაათანაბრა - 1:1.

შეგახსენებთ, რომ "ვალენსიას"
თავკაცი გარი ნევილია ორშაბათიდან შეუდგება საქმეს, "ბარსასთან" გუნდი დროებითმა თავკაცმა ვორომ გაიყვანა.

ლუის ენრიკე (ბარსელონა) "არაფერზე არ ვნანობ. ეს იყო რთული მატჩი, რთულ მოედანზე. ბევრი მომენტი გვქონდა და ერთი გამოვიყენეთ კიდევაც, მაგრამ ერთი მომენტი "ვალენსიამაც" გამოიყენა. დიახ, შეგვეძლო გაგვეტანა კიდევ ერთი და მატჩში ინტრიგა მოგვეკლა, მაგრამ არ გამოგვივიდა. თავის მხრივ, "ვალენსია" შინ თამაშობდა და ყველაფერს აკეთებდა ფანების გასახარად.

ამბობენ, სუარესმა ოფსაიდიდან გაიტანაო. ვერ დავინახე. ვერც ის, თუ რა მოხდა აბდენურსა და სუარესს შორის. კარგი მხედველობა კი მაქვს, მაგრამ არც ასეთი, რომ მწვრთნელის ადგილიდან ეს შემემჩნია".

ვორო (ვალენსია): "ეს იყო თამაში, რომელშიც რაიმე ხეირიანი უნდა გაგვეკეთებინა. საკუთარი ძალების რწმენა უნდა დაგვებრუნებინა და ამაში ფანები ძალიან დაგვეხმარნენ. დიახ, პირველ ტაიმში "ბარსელონას" ბევრი მომენტი ჰქონდა, მაგრამ ეს ბუნებრივიცაა. მთავარია, რომ ბოლომდე შევინარჩუნეთ სიმშვიდე და გავათანაბრეთ.

კარგი მატჩი გამოგვივიდა, გვინდოდა "ბარსასთვის" ცხოვრება გაგვერთულებინა და ეს გამოგვივიდა. ვფიქრობ, ფეხბურთელებმა კარგად გაიგეს ჩვენი დავალებები. სუარესის გოლის ეპიზოდზე ვერაფერს ვიტყვი, მსაჯები ხანდახან ცდებიან, ამის მიღება ხშირად გვიჭირს, მაგრამ ფეხბურთი მსაჯების შეცდომების გარეშე არ არსებობს".

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

რეალი-ხეტაფე 4:1
გოლები: 1:0 ბენზემა (4), 2:0 ბენზემა (16), 3:0 ბეილი (35), 4:0 რონალდო (38), 4:1 ალექსისი (69)

გრანადა-ატლეტიკო 0:2
გოლები: 0:1 გოდინი (20), 0:2 გრიზმანი (76)

ვალენსია-ბარსელონა 1:1
გოლები: 0:1 ლ. სუარესი (59), 1:1 მინა (86)

დეპორტივო-სევილია 1:1
გოლები: 1:0 ლ. პერესი (22), 1:1 იბორა (76)

ბეტისი-სელტა 1:1
გოლები: 0:1 ბონგონდა (25), 1:1 მოლინა (82)
გაძევება: ჯონი (48)

1. ბარსელონა - 34 ქულა; 2. ატლეტიკო - 32; 3. რეალი - 30; 4. სელტა - 25; 5. დეპორტივო - 22.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული