ლა ლიგა. XVI ტურის წინ: "ატლეტიკოს" შანსი

AutoSharing Option
ტური არასრულია - "ბარსელონა" მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატში გამოსვლის გამო, ხიხონის "სპორტინგს" მოგვიანებით შეხვდება. ამიტომაც, მადრიდის "ატლეტიკოს" მისი გასწრების შესანიშნავი შანსი აქვს, ხოლო "რეალს" - მიახლოვების. კიდევ რით არის გამორჩეული ეს ტური? რა თქმა უნდა, სევილიური დერბით.

ბენიტესს მოურინიო შეცვლის?
დავიწყოთ "სამეფო კლუბით", რომლის თავკაც რაფა ბენიტესს ვერ აქვს კარგად საქმეები.

ბენიტესს წყალი შეუდგა, ამაზე უკვე ყველა ლაპარაკობს. "მარკამ" გამოკითხვა ჩაატარა, თუ ვინ სურთ ბენიტესის ნაცვლად გუნდში და ზინედინ ზიდანმა იმარჯვა, რომელიც ამჟამად "რეალ მადრიდ კასტილიას" თავკაცია. თუმცა წინ მადრიდული დერბია, ოღონდ,
ჯახი არა "ატლეტიკოსთან" არამედ, "რაიო ვალეკანოსთან".

წინასაშობაო ვახშამზე შეკრებილ "რეალის" ფეხბურთელებს აღმოჩნდა, რომ ბენიტესის მიწვევა "დაავიწყდათ". მოკლედ, ყველა ნიშანია, რომ ბენიტესმა მალე ჟოზე მოურინიოს ბედი გაიზიაროს. სხვათა შორის, "მარკა" ერთი შეხედვით, საოცარ რამეს იუწყება - თუ ბენიტესს მოხსნიან, გუნდში შესაძლოა... ჟოზე მოურინიო დაბრუნდესო.

კრიშტიანო რონალდომ განაცხადა, რომ "პარი სენ-ჟერმენში" გადასვლას არ აპირებს - "მართალია, პარიზი ძალიან კარგი ქალაქია, მაგრამ მადრიდშიც ძალიან კარგად ვგრძნობ თავს და "რეალიდან" წასვლას არ ვაპირებ", - აცხადებს პორტუგალიელი.

"ელვებთან" თამაშისწინა ვარჯიშში მონაწილეობა ვერ მიიღო გერმანელმა ტონი კროოსმა, რამდენად სერიოზულია მისი ტრავმა, ჯერ უცნობია. მის გარდა "რეალს" კარვახალი და ვარანი აკლია.

დაძაბული ლა ლიგა
"ატლეტიკოს" შეუძლია, პირველ ადგილზე გადავიდეს, ამისთვის დიეგო სიმეონეს გუნდს სტუმრად "მალაგასთან" ქულაც ეყოფა, თუმცა ბუნებრივია, მადრიდული კლუბი ანდალუსიაში მოსაგებად ჩადის. ახლა ასეთი მდგომარეობაა - 35-35 ქულა აქვთ "ბარსას" და "ატლეტიკოს", ხოლო "რეალს" 30.

"მარკამ" გამოითვალა და აღმოჩნდა, რომ ამ ტურისთვის 35-ქულიან გუნდს ბოლოს ჩემპიონატი 6 წლის წინათ მოუგია. მოკლედ, პირველობა დაძაბულია და ბენიტესის სიტყვებიც მართლდება, ამ სეზონში გრანდები ბევრ ქულას დაკარგავენო.

"სელტას" გრანადასთან ერთ-ერთი ლიდერი ნოლიტო დააკლდება. მიზეზი ძალზე სამწუხაროა, მას ძმა გარდაეცვალა.

შაბათი. 19 დეკემბერი
ვალენსია-ხეტაფე 19:00
დისკვალიფიკაცია: ორბანი, ფუეგო -
ტრავმა: ფეგული, პერესი, ბაკალი, მორენო, ალვეში - ვიგარაი (?), ველასკესი (?), ბუენდია, მედრანი
ბოლო 6 მატჩი
+2=3-1 +1=2-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 25 თამაში: +15=3-7, (46-31)

ესპანიოლი-ლას პალმასი 21:15
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: პერესი (?) - გარსია (?), კასტელიანო, ლოპესი, ალკარასი, ბიგასი, ვაკასო
ბოლო 6 მატჩი
+1=2-3 +2=1-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 4 თამაში: +2=0-2, (6-6)

ბეტისი-სევილია 23:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: პიჩინი (?), რენელა (?), დიგარი, ხოაკინი (?) - პარეხა, ანდრეოლი, ბეტო
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +3=1-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 36 თამაში: +8=14-14, (34-51)

დეპორტივო-ეიბარი 01:05
დისკვალიფიკაცია: ლაურე - რამისი
ტრავმა: კანი (?), გუტიერესი, ბორხესი, რიერა, ფაბრისიო - ხიმენესი, სილვესტრი (?)
ბოლო 6 მატჩი
+2=4-0 +2=2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 4 თამაში: +2=1-1, (5-3)

კვირა. 20 დეკემბერი
რეალი-ვალეკანო 19:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ვარანი, კარვახალი, მარსელო (?), კროოსი (?) - კობენიო, კასტრო (?), ტონიო, რაცი (?), ებერტი
ბოლო 6 მატჩი
+3=0-3 +1=1-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 22ამაში: +19=1-2, (59-18)

სოსიედადი-ვილიარეალი 21:15
დისკვალიფიკაცია: დე ლა ბელია -
ტრავმა: აგირეჩე (?), ნავასი, ზალდუა, გრანერო (?), ზურუტუზა, გონსალესი - ბონერა, ბაილი (?), ადრიანი, ბაპტიშტაო, გასპარი, იოკიჩი
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +3=1-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 28 თამაში: +6=11-11, (25-40)

გრანადა-სელტა 21:15
დისკვალიფიკაცია: - ბორხა, პ. ერნანდესი, ნოლიტო
ტრავმა: კრჰინი (?), მუსავუ-კინგი (?), ლოპესი (?) - ფონტასი, გომესი (?), რადოია
ბოლო 6 მატჩი
+2=2-2 +3=1-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 10 თამაში: +2=5-3, (9-10)

ბილბაო-ლევანტე 21:15
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ელუსტონდო (?), გომესი, იტურასპე, ბოვედა (?), ლეკუე (?) - კასადესუსი, კარაბელასი, ლოპესი (?), ტრუხილიო
ბოლო 6 მატჩი
+3=1-2 +1=2-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 16 თამაში: +11=1-4, (26-15)

მალაგა-ატლეტიკო 23:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ფერეირა, ანხელერი (?) - ტიაგო
ბოლო 6 მატჩი
+1=2-3 +5=1-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 24 თამაში: +6=6-12, (27-39)

ბომბარდირები: 14 - ნეიმარი (ბარსელონა); 13 - ლუის სუარესი (ბარსელონა); 12 - იმანოლ აგირეჩე (რეალ სოსიედადი); 11 - ლუკას პერესი (დეპორტივო); 10 - არიც ადურისი (ბილბაო), კრიშტიანო რონალდო (რეალი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული