მხითარიანს დორტმუნდის "ბორუსიის" დატოვება არ უნდა

AutoSharing Option
დორტმუნდის "ბორუსიის" ნახევარმცველის, ჰენრიხ მხითარიანის აგენტმა მინო რაიოლამ უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს მის კლიენტს გუნდის გამოცვლა სურდეს. ადრე პრესაში სომხეთის ნაკრების ფეხბურთელის "იუვენტუსში" სავარაუდო გადასვლის შესახებ დაიწერა.

"მხითარიანი შესანიშნავად გრძნობს თავს დორტმუნდში, - განაცხადა რაიოლამ. - ჩვენ ასე უბრალოდ არ გაგვიფორმებია ხუთწლიანი კონტრაქტი. მართალია, მხითარიანი ამ სეზონში ყოველთვის ვერ ხვდებოდა სასტარტო შემადგენლობაში, მაგრამ არ შემიმჩნევია მისთვის კლუბის დატოვების სურვილი. პირიქით, მას ახალი სიმაღლეების მიღწევა სურს "ბორუსიაში".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული