"მანჩესტერ იუნაიტედს" ახალი კაპიტანი ჰყავს

AutoSharing Option
"ევერტონში" დაბრუნებული უეინ რუნი "მანჩესტერის" კაპიტნის პოსტზე მაიკლ კერიკმა შეცვალა.

მას შემდეგ, რაც უეინ რუნი "ევერტონში" დაბრუნდა, "მანჩესტერ იუნაიტედი" ახალი კაპიტნის დანიშვნის საჭიროების წინაშე დადგა. "წითელმა ეშმაკებმა", როგორც მოსალოდნელი იყო, სამკლავური აქამდე გუნდის ვიცე-კაპიტანს, მაიკლ კერიკს ანდეს.

რუნი, რომელიც "მანჩესტერში" 2004 წლიდან თამაშობდა, გუნდის პირველი კაპიტანი 2014 წლიდან იყო. სწორედ ამ დროს გახდა გუნდის ვიცე-კაპიტანი კერიკი, რომელსაც 2006 წლიდან "იუნაიტედის" მაისურით 459 თამაში აქვს ჩატარებული.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული