მიჩუ: რობინ ვან პერსი პლანეტის საუკეთესო ფორვარდია

AutoSharing Option
"სუონსის" ფორვარდი მიჩუ ფიქრობს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელი რობინ ვან პერსი პლანეტის საუკეთესო თავდამსხმელია.

"მას ორი მომენტი ჰქონდა და ორივე გამოიყენა. ზუსტად ამიტომ იბრძვის "მანჩესტერ იუნაიტედი" ჩემპიონობისთვის.

პირადად მე მას პლანეტის საუკეთესო თავდამსხმელად ვთვლი. ჩვენთან შეხვედრაში მას 100-პროცენტიანი მომენტები არ ჰქონდა, მაგრამ მან მაინ
ც გაიტანა ორი გოლი.

არ ვიცი, ვან პერსი მიმდინარე სეზონში რამდენს გაიტანს. შეიძლება - ასს ან ათასს. ერთი რამ ცხადია, ცოტას რობინი არ გაიტანს",
- თქვა მიჩუმ.

მომზადებულია London Evening Standard-ის მიხედვით

ასევე იხილეთ:
ინგლისი. პრემიერლიგა. I
ტური: წესიდან გამონაკლისი [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული