რობინ ვან პერსი: დევიდ მოიესის მუშაობის სტილი მომწონს

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელმა რობინ ვან პერსიმ გუნდის მთავარ მწვრთნელზე, დევიდ მოიესზე ისაუბრა.

"მომწონს მოიესთან მუშაობა. მას მუშაობის საკუთარი სტილი აქვს, საკუთარი მეთოდები და ეს ყველაფერი მომწონს.

ძალიან ინტენსიურად და დაუღალავად ვშრომობთ. დარწმუნებული ვარ, ეს შედეგებზე აისახება და სარგებელს მოგვიტანს.

გუნდშიც ძალიან კარგი ატმოსფეროა. მოიესს ახლო ურთიერთობა აქვს ფეხბურთელებთან. ის და მისი თანაშემწეები მატჩებისთვის კარგად გვამზადებენ. ამიტომ მოიესის მუშაობის სტილი მომწონს",
- თქვა ვან პერსიმ.

მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული