ალან შირერი: ედენ აზარი კიდევ მოუმატებს

AutoSharing Option
ალან შირერი პრემიერლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია და ახლა ექსპერტად გარდაქმნილი გოლეადორის აზრი წლის საუკეთესოდ დასახელებულ ედენ აზარზე და არა მარტო ამაზე, მიმდინარე სეზონზე, "ჩელსიზე", ჟოზე მოურინიოზე... წესით, ძალიან საინტერესო უნდა იყოს. ამიტომაც, მოდი, შირერს მოვუსმინოთ...

ჯერ გუნდი, მერე მე
"გუნდის წარმატება პირველ ადგილზეა და სეზონში მთავარი სწორედ ეს არის და ედენ აზარს ამ სეზონში ყველაზე მეტად "ჩელსისთან" ერთად ტიტულის მოგება გაახარებს, მაგრამ წლის მოთამაშედ აღიარება მისთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. იგი მთელი სეზონის მანძილზე ბრწყინვალე იყო და ნამდვილად იმსახურებს ინდივიდუალურ
აღიარებას.

მახსოვს, როგორ კარგად ვგრძნობდი თავს 1995 წელს, როდესაც "ბლექბერნთან" ერთად ჩემპიონი გავხდი დაწლის ფეხბურთელად პირველად დამასახელეს. ეს აღიარება ჩემი შრომის და გუნის გამარჯვებაში შეტანილი წვლილის დაფასება გახლდათ და ალბათ აზარიც იგივენაირად ფიქრობს. არა მგონია, ვინმესთვის საკამათო იყოს ის, იმსახურებდა თუ არა ედენი საუკეთესოდ დასახელებას. "ჩელსის" კონკურენტებისთვის ცუდი ამბავი არის ის.

რომ იგი ჯერ მხოლოდ 24 წლისაა და უკეთესი და უკეთესი გახდება. ვფიქრობ, სამ ან ოთხ წელიწადში ბელგიელზე როგორც მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეზე ისე შეგვეძლება საუბარი, მას ნამდვილად აქვს ამის პოტენციალი, რომ ამ დონეზე კარი იყოს.

სტაბილურობა
როდესაც ჩვენ სეზონის საუკეთესო ფეხბურთელებზე ვსაუბრობთ, აზარის თანაკლუბელი ჯონ ტერი ნომინანტებში აუცილებლად უნდა შესულიყო. უბრალოდ, გაუგებარი და სასაცილოა, რომ ის კანდიდატთა შორის ვერ მოხვდა. რაც შეეხება სხვა კანდიდატებს, მაგალითად კიდევ ერთი ჩელსელი დიეგო კოშტა სეზონის პირველ ნახევარში ძალიან კარგად თამაშობდა, მაგრამ მეორე წრეში ფორმა ვეღარ შეინარჩუნა. იგივე ითქმის "არსენალი" ალექსის სანჩესზეც.

"ტოტენჰემის" თავდამსხმელის ჰარი კეინის შემთხვევაში კი პირიქითაა, პირველ წრეში ვერ ბრწყინავდა, პრემიერლიგაში თავისი პირველი გოლი ნოემბერში გაიტანა, ამის მერე კი ნონ-სტოპი ჰქონდა და გოლი-გოლზე გაჰქონდა. ტერი და კეინი 2014/2015 წლის სეზონის საუკეთესოთა სამეულში მოხვდებოდნენ. თუმცა აზარი ჩემთვის აშკარა გამარჯვებულია. იგი მთელი სეზონია ბრწყინვალედ თამაშობს.

აზარის სტაბილურობა ბოლო თვეების განმავლობაში ნამდვილად შთამბეჭდავია. იგი ინდივიდუალურად ბრწყინვალედ გამოიყურება და შესაძლებლობებს მთელი სეზონია ავლენს. მას მთელი პრემიერლიგის მასშტაბით ყველაზე მეტი საგოლე შანსი აქვს შექმნილი, სცადა და შეასრულა ყველაზე მეტი დრიბლინგი. სეზონის სტარტზე "ჩელსის" ბევრი გოლი გაჰქონდა და უფრო ლაღად თამაშობდა, ბოლო დროს კი მათ უფრო გაუჭირდათ, მაგრამ შედეგი ისევ არის და ამის აზარი ამის მთავარი მიზეზია. იგი სტაბილურად ეხმარებოდა გუნდს და პატარა მაგიურ მომენტებს გვთავაზობდა. მან რამდენიმე მნიშვნელოვანი მატჩის ბედი გადაწყვიტა, როგორც მაგალითად "მანჩესტერ იუნაიტედის" კარში გატანილი გამარჯვების გოლით.

როდესაც ისეთი მონაცემები გაქვს, როგორიც მას და შეგიძლია, მეტოქეს პრობლემები შეუქმნა, ყველა მოწინააღმდეგე განსაკუთრებით გამოგარჩევს ხოლმე. შესაბამისად, არც ის არის გასაკვირი, რომ აზარის წინააღმდეგ ყველაზე მეტჯერ არის თამაშის წესი დარღვეული. მას უფრთხიან და ხშირად მეურვე ჰყავს მიჩენილი, მაგრამ ამას იგი მშვენივრად უმკლავდება ხოლმე, რაც კიდევ ერთი პოზიტიური რამ არის.

წარმატების წყურვილი
დარწმუნებული ვარ, რომ აზარს კიდევ მნიშვნელოვნად შეუძლია მომატება და რამდენიმე მიზეზი მაქვს, რაც ამას მაფიქრებინებს. იგი ისეთ კლუბშია, სადაც ძალიან კარგი პლატფორმა აქვს და შეუძლია უმაღლეს დონეზე ავიდეს. მას ისეთი მწვრთნელი ჰყავს, რომელიც თავისუფლებას მისცემს. აზარმა უკვე გაიარა მოურინიოსთან მუშაობის ადაპტაცია.

ბევრს ეჭვი ეპარებოდა თუ, როგორ შეძლებდა იგი მოურინიოსთან მუშაობას, როდესაც ეს უკანასკნელი "ჩელსისში" დაბრუნდა. თუმცა ამის შემდეგ, აზარმა უკან თამაშის კუთხითაც ძალიან მოუმატა და გუნდისთვის კიდევ უფრო სასარგებლო გახდა. ედენი "ლურჯების" ყველა პრემიერიგურ მატჩში ძირითად შემადგენლობაში იყო, და წუთების 98,5% მინდორზე გაატარა. იშვიათად, რომ შემტევი ფეხბურთელი ასეთი დატვირთვით და შეუცვლელად თამაშობდეს, თანაც "ჩელსის" დარ დიდ გუნდში, როგორებშიც მწვრთნელები მუდამ როტაციას მიმართავენ.

აზარი შემადგენლობის მიღმა თითქმის არასდროს რჩება და მას ალბათ ეს ძალიან მოსწონს, ყოველ შემთხვევაში მე მომწონდა. ყოველთვის თამაშაში მინდოდა და სურდა გოლები გამეტანა, მატჩების ბედი გადამეწყვიტა. აზარი იგივენაირად იქნება და შემართება, წარმატების წყურვილი უკეთეს ფეხბურთელად ქცევაში დაეხმარება.

საუკეთესონი საუკეთესოთა შორის
აზარის გარდა, წლის სიმბოლურ ნაკრებში "ჩელსის" კიდევ 5 ფეხბურთელია - დაცვაში ტერი, გარი კეჰილი და ბრანისლავ ივანოვიჩი, ნახევარდაცვაში ნემანია მატიჩი და თავდასხმაში კოშტა.

ეს კარგად ასახავს "ჩელსის" დომინაციას. კლუბი მიმდინარე სეზონში საუკეთესოა და 6 ქულაღა სჭირდება იმისთვის, რომ სხვების შედეგების მიუხედავად გაინაღდოს ჩემპიონობა. "ჩელსის" საუკეთესო ფეხბურთელები და საუკეთესო მწვრთნელი ჰყავს. კვირას "არსენალთან" მატჩის მერე, შემდეგი სურათი გვაქვს - მოურინიოს პრემიერლიგაში 40 მატჩი აქვს ჩატარებული "არსენალის", "მანჩესტერ იუნაიტედის", "ლივერპულისა" და "მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ და აქედან მხოლოდ 3 წააგო. სანამ დიდი გუნდები მისი დამარცხების გზას არ იპოვნიან, ისინი იქამდე "ჩელსის" მდევრებად დარჩებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული