პრემიერლიგა. XVII ტური: "არსენალმა" მეორე ადგილი შეინარჩუნა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
21 დეკემბერს ინგლისის პრემიერლიგის მე-17 ტურის ცენტრალური შეხვედრა "ემირეითზე" გაიმართა, სადაც ლონდონის "არსენალმა" "მანჩესტერ სიტი" მიიღო და მეტოქე მინიმალური სხვაობით დაამარცხა - 2:1.

შეხვედრაში ანგარიში 33-ე წუთზე ტეო უოლკოტმა გახსნა, ტაიმის მიწურულს კი ოლივიე ჟირუმ ლონდონელთა უპირატესობა ორამდე გაზარდა.

მატჩის 83-ე წუთზე იაია ტურემ ერთი გოლი გაქვითა, რითაც შეხვედრის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

ამრიგად, ლონდონურ კლუბს 36 ქულა დაუგროვდა, რითაც სატურნირო ცხრილში მეორე ადგილი შეინარჩუნა და ლიდერ "ლესტერთან" სხვაობა ორ ქულამდე შეამცირა, "სიტი" კი 32 ქულით კვლავ მესამეა.

არსენალი-სიტი 2:1
გოლები:
1:0 უოლკოტი (33), 2:0 ჟირუ (45), 2:1 ტურე (82)
არსენალი (4-2-3-1): ჩეხი - ბელერინი, მერტეზაკერი, კოშელნი, მონრეალი - ფლამინი, რემზი - კემპბელი (70. გიბსი), იოზილი (76. ოქსლეიდ-ჩემბერლენი), უოლკოტი (88. ჩემბერსი) - ჟირუ
სიტი (4-2-3-1): ჰარტი - სანია, მანგალა, ოტამენდი, კოლაროვი - ფერნანდინიო, ი. ტურე - დე ბრუინი, დ. სილვა (73. ხესუს ნავასი), დელფი (46. სტერლინგი) - აგერო (63. ბონი)
გაფრთხილება: - სილვა, ოტამენდი
კუთხური: 4-8; ჯარიმა: 5-16; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 8-20 (5-6); ბურთის ფლობა: 37%-63%.
მაყურებელი: 60 053
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული