მირალემ პიანიჩს ინგლისში ეპატიჟებიან

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსი" ახალ სეზონში რომას ნახევარმცველ მირალემ პიანიჩით გეგმავს გაძლიერებას.

როგორც La Gazzetta dello Sport-ი იტყობინება, ლონდონურმა კლუბმა რომაელებთან პიანიჩის შესაძლო გადაბირებაზე მოლაპარაკებები უკვე დაიწყო. კონტრაქტის მიხედვით, 25 წლის ბოსნიელი ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა 31 მილიონ ევროს შეადგენს.

პიანიჩს "რომასთან" მოქმედი კონტრაქტი 2018 წლის ზაფხულში ეწურება.

მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 25 შეხვედრაში ბოსნიელის ანგარიშზე 9 გოლი და ამდენივე საგოლე გადაცემაა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული