დევიდ მოიესი შესაძლოა "ევერტონში" დაბრუნდეს

AutoSharing Option
"ევერტონის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე შესაძლოა, დევიდ მოიესი დაბრუნდეს.

შოტლანდიელი ახლა უქმადაა და "გუდისონ პარკზე" სიამოვნებით დაბრუნდებოდა. "კანფეტებში" ახალი უფროსობა კი მოვიდა, მაგრამ დარჩნენ ადამიანები, რომლებსაც მოიესისადმი სიმპათიები აქვთ, ხოლო რობერტო მარტინესს სეზონი ჩაუვარდა.

ბოლო წვეთი ასოციაციის თასის ნახევარფინალში "მანჩესტერთან" წაგება იყო. მერსისაიდელები პრემიერლიგაში ათეულს მიღმა არიან და შემადგენლობის შესაბამის შედეგს ნამდვილად ვერ აჩვენებენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული