კლაუდიო რანიერი: თუ ფეხბურთელები ბოლომდე არ დაიხარჯებიან, მათ მოვკლავ

AutoSharing Option
"ლესტერის" მთავარმა მწვრთნელმა კალუდიო რანიერიმ "ევერტონთან" პრემიერლიგის 37-ე ტურის მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.

- ევროუქმეების წინ: ბარსელონური დერბი გადამწყვეტ დროს

"თუ ჩემი ფეხბურთელები ბოლომდე არ დაიხარჯებიან, მათ უბრალოდ დავახრჩობ, მოვკლავ. ჩვენი სამუშაო იმაში მდგომარეობს, რომ გავიდეთ მოედანზე და ვითამაშოთ. ამიტომ "ევერტონთან" მატჩი კარგი უნდა გამოვიდეს. უნდა მოვიგოთ.

ჩემს ფეხბურთელებს კარგი ჟესტის ნიშნათ დამატებითი დასვენების დღე მივეცი, მაგრამ მომდევნო ვარჯიშზე ისევ დავინახე მონდომება და ეს კარგია.

ახლა არ შემიძლია ვთქვა გავა თუ არა ვარდი მოედანზე დისკვალიფიკაციის შემდეგ. ულიომ ამ პერიოდში კარგად
შეცვალა ვარდი. კარგია, რომ ასეთი ფანტასტიკური ფეხბურთელი და ადამიანი, როგორიც ვარდია კვლავ მწყობრშია. ის გუნდის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო ამ სეზონში.

დასანანია, რომ ჰუტი და დრინკუოტერი დისკვალიფიკაციის გამო ვერ ითამაშებენ. არადა ჩემპიონის სტატუსში პირველი მატჩი გასაოცარი მომენტია", - თქვა რანიერიმ.

- "ლესტერი" ბოლო საშინაო მატჩზე ქომაგებს ლუდს და პიცას უფასოდ მისცემს

მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული