მან სწორი გადაწყვეტილება მიიღო - კლაუდიო რანიერიმ რიად მაჰრეზის დარჩენა დაადასტურა

AutoSharing Option
ინგლისის პრემიერლიგის მოქმედ გამარჯვებულ "ლესტერის" მთავარ მწვრთნელ კლაუდიო რანიერის თქმით, გუნდის ერთ-ერთი ლიდერი რიად მაჰრეზი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში კლუბს არ გამოიცვლის.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მაჰრეზი ლონდონის "არსენალში" უნდა გადასულიყო 50 მილიონი ევროს სანაცვლოდ.

"მაჰრეზი ჩვენთან ერთად რჩება. მისი შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის, ის ხომ გუნდის ერთ-ერთი ვარსკვლავია?! სხვა გუნდებსაც ჰყავთ ვარსკვლავები და იქ გადასვლით, შესაძლოა, მას სათამაშო დრო არ ჰქონდეს და სკამზე მოუწიოს ჯდომა, ამიტომ აქ დარჩენით სწორი გადაწყვეტილება მიიღო", - ციტირებს რანიერის Sky Sports-ი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული