"ლესტერმა" პრემიერლიგის პირველი ვარსკვლავი შეინარჩუნა

AutoSharing Option
"ლესტერ სიტიმ", როგორც ჩანს, მიზანს მიაღწია და ინგლისის ჩემპიონ რიად მაჰრეზს შეინარჩუნებს.

25 წლის შემტევმა ნახევარმცველმა "მელიებთან" ახალი 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თუ ლესტერშირელები მას გაყიდიან, გაყიდიან გაცილებით დიდ თანხად, ვიდრე მსურველებს აქამდე შეეძლოთ მაჰრეზის შეძენა.

ალბათ, ისიც მოგეხსენებათ, რომ მაჰრეზი "არსენალის" სამიზნე გახლდათ და არსენ ვენგერს ძალიან უნდოდა და უნდა, რომ რიადი მისი გუნდის რიგებში იხილოს. მაჰრეზი, რომელსაც ალჟირის ნაკრებში 24 მატჩი აქვს ჩატარებული, წინა სეზონის პრემიერლიგის საუკეთესო ფებურთელად აღიარეს. მან 17 გოლის გაიტანა და
11 საგოლე პასი გააკეთა.

ვთქვათ ისიც, რომ მაჰრეზამდე "ლესტერთან" კონტრაქტი გაახანგრძლივეს - უეს მორგანმა, ჯეიმი ვარდიმ, კასპერ შმეიხელმა და ენდი კინგმა. კლუბთან ახალ შეთანხმებას მოაწერა ხელი მთავარმა მწვრთნელმა კლაუდიო რანიერიმაც. ერთადერთი, ვისი შენარჩუნებაც "მელიებმა" ვერ შეძლეს, "ჩელსიში" გადასული ნ'გოლო კანტეა. სამაგიეროდ, არიან ახალწვეულებიც.

ორი სიტყვა ჯეფრი შლუპზეც ვთქვათ, რომელიც სერიოზული ტრავმის მიღებამდე ლესტერშირელთა ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი გახლდათ.

23 წლის მოთამაშეს "ვესტ ბრომვიჩი" ეპატიჟება, მაგრამ "მელიები" მის გაშვებას არ აპირებენ.

იტალიელმა სპეციალისტმა ფანებს მაჰრეზის კონტრაქტისა და შლუპის დარჩენის გარდა, ისიც ახარა, რომ ახალი შეთანხმების გაფორმებასთან ძალიან ახლოსაა დენი დრინკვოტერიც.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული