აფრიკელმა შამანებმა "უოტფორდის" ფორვარდი დაწყევლეს

AutoSharing Option
"უოტფორდის" ნიგერიელი ფორვარდი ისააკ საკსესი შავი მაგიის მსხვერპლი გახდა.

საკსესი "უოტფორდში" ზაფხულში "გრანადადან" 12.5 მილიონ ევროდ გადავიდა. აფრიკელ ფორვარდზე დიდ იმედებს ამყარებდნენ.

თუმცა ჯანმრთელობის პრობლემების გამო საკსესი მხოლოდ ერთხელ გავიდა მოედანზე სასტარტო შემადგენლობაში და 7-ჯერ სათადარიგოთა სკამიდან. ამასთან ერთად, ფორვარდმა მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა.

ამ ყველაფრის ფონზე ვებგვერდმა AfricanFootball.com-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ფეხბურთელი შავი მაგიის მსხვერპლი გახდა.

"ზოგიერთებს საკსესის პროგრესის შურთ და ნერვიულობენ, რომ მათ მსგავსი წარმატება არ აქვთ. ისინი გრძნეულებს მიმართავენ", - წერია საიტზე.

წყარო ირწმუნება, რომ 21 წლის
ფეხბურთელი აფრიკელმა შამანებმა დაწყევლეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული