"იუვენტუსი" "ვალენსიას" ორ მცველს იწვევს

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსმა" გადაწყვიტა, "ვალენსიას" ორ ფეხბურთელში - ესეკიელ გარაიში და ჟოაო კანსელოში 45 მილიონი ევრო შესთავაზოს. ამ ინფორმაციას "დეპორტე ვალენსიანო" ავრცელებს.

პორტუგალიელი მცველი ტურინელებს გუნდიდან წასული დანი ალვეშის სანაცვლოდ სურთ. კანსელოც შეტევაზე ორიენტირებული მცველია და ხშირად, წინ თამაშობს (გასულ სეზონში "იუვე" ამას ალვეშთან ერთად აკეთებდა).

გარაი კი დაცვის ცენტრის გასაძლიერებლადაა საჭირო, მას მერე, რაც გუნდი ლეონარდო ბონუჩიმ დატოვა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული