ადრიანო გალიანი: "მილანი" ზლატან იბრაჰიმოვიჩს ღირსეულ შემცვლელს მოუძებნის

AutoSharing Option
"მილანის" ვიცე-პრეზიდენტმა ადრიანო გალიანიმ განაცხადა, რომ პსჟ-ში გადასული ფორვარდის, ზლატან იბრაჰიმოვიჩის შემცვლელის მოძებნას გეგმავს.

"იბრაჰიმოვიჩს ღირსეულ შემცვლელს მოვუძებნით. შეტევას ჩემპიონით გავაძლიერებთ. 31 აგვისტომდე დრო ჯერ კიდევ არის.

დესტრო? "ჯენოას" პრეზიდენტ ენრიკო პრეციოზის შევხვდი. მას იმ დროს "რომას" სპორტულმა დირექტორმა ვალტერ საბატინიმ დაურეკა.

პრეციოზის ყურმილი გამოვართვი. ვალტერი ძალიან შეშფოთდა, როცა ჩემი ხმა გაიგონა. ვფიქრობ, კინაღამ ინფარქტმა დაარტყა. მაგრამ დავამშვიდე. "რომას" დესტროსთან დაკავშირებით პრობლემები არ ექნება. ეს მოთამაშე "მილანში" ნამდვილად არ გადმოვა", - განაცხადა გალიანიმ.

ამბობენ, რომ "მილანს" იბრაჰიმოვიჩის შეცვლა "მანჩესტერ სიტის"
ფორვარდ ედინ ჯეკოთი სურსო.

ასევე იხილეთ:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული