მომდევნო სეზონში "ნაპოლის" მთავარი მიზანი სკუდეტო იქნება

AutoSharing Option
როგორც ჩანს, "ნაპოლის" პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს ყელში ამოუვიდა ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლა და მომდევნო სეზონში მხოლოდ ერთ მიზანს დაუსახავს გუნდს: სკუდეტოს...

ხშირად დე ლაურენტისი ერიდებოდა საკუთარი გუნდისთვის კონკრეტული მიზნების დასახვას და იმას აცხადებდა, რომ მთავარი პროგრესი და ნაბიჯ-ნაბიჯ განვითარებაა - თუმცა, ყველაფერს თავისი დრო აქვს და როგორც სენიორ აურელიომ განაცხადა, მომდევნო სეზონში მისი გუნდის მიზანი მხოლოდ ჩემპიონობა იქნება:

"მიმდინარე სეზონში კვლავაც "იუვენტუსი" დომინირებს და ალბათ, სწორედ მასიმილიანო ალეგრის გუნდი გახდება ჩემპიონი. ჩვენი მიზანი ისევ სამეულია და იმედია, ჩემპიონთა ლიგის
საგზურს მოვიპოვებთ. აი, მომდევნო სეზონში აუცილებლად ჩემპიონობისთვის უნდა ვიბრძოლოთ. ზაფხულში აუცილებლად გავაძლიერებთ გუნდს, რამდენიმე ექსტრაკლასის ფეხბურთელს დავიმატებთ, შემდეგ კი ყველა პირობა გვექნება იმისთვის, რომ "იუვენტუსის" ჰეგემონია დავამხოთ".

აქვე ვიტყვით, რომ "ნაპოლისთან" კონტრაქტის გაგრძელებაზე უარი განაცხადა ესპანელმა მწვრთნელმა რაფა ბენიტესმა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული