პსჟ-ის სპორტულ დირექტორად პატრიკ კლუივერტი დაინიშნა

AutoSharing Option
კატალონიის "ბარსელონასა" და ამსტერდამის "აიაქსის" ყოფილი ფეხბურთელი პატრიკ კლუივერტი ფრანგული პსჟ-ის სპორტულ დირექტორად დაინიშნა.

აღნიშნული ინფორმაცია პსჟ-ის ოფიციალურმა საიტმა გაავრცელა.

"ჩემთვის დიდი პატივია შევუერთდე ისეთ დიდ გუნდს, როგორიც პსჟ-ია. ჩემი მიზანი იმაში მდგომარეობს, რომ ამ კლუბმა დიდ წარმატებას მიაღწიოს", - განაცხადა კლუივერტმა.

40 წლის კლუივერტის ბოლო სამუშაო ადგილი "აიაქსში" იყო, სადაც ის ახალგაზრდულ გუნდს წვრთნიდა. ასევე, ჰოლანდიელი კიურასაოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელი იყო, 2012-დან 2014 წლის ჩათვლის კი, ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბში მუშაობდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული