სეზონის 50 ყველაზე პრესტიჟული ტიტული და მათი მფლობელები

AutoSharing Option
2012/13 წლების სეზონი დასრულდა. ახალი საფეხბურთო სეზონის დაწყებამდე ჯერ კიდევ თვეზე მეტი რჩება, მაგრამ მოწყენის დრო მაინც არ გვაქვს, რადგან არანაკლებ საინტერესო ამბები სატრანსფერო ბაზარზე ხდება. ამავე დროს, ფეხბურთისგან თავისუფალ პერიოდში, წინა სეზონის გახსენება და გაანალიზება შეგვიძლია.

დღეს, მსოფლიოს მასშტაბით, 50 ყველაზე პრესტიჟული ტიტულის მფლობელები გავიხსენოთ.

აფრიკა
აფრიკაში მოთამაშე წლის საუკეთესო ფეხბურთელი - მოჰამედ აბუტრიკა (ალ აჰლი)
ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირი - ემანუელ კლოტი (ბერეკუმ ჩელსი)
აფრიკის წლის საუკეთესო ფეხბურთელი - იაია ტურე (მანჩესტერ სიტი)
ერთა თასის საუკეთესო ფეხბურთელი - ჯონათან
პიტროიპა (ბურკინა ფასო)
ერთა თასის საუკეთესო ბომბარდირი - ემანუელ ემენიკე (ნიგერია), ვაკასო მუბარაქი (განა)

ამერიკა
კოპა ლიბერტადორესის საუკეთესი ფეხბურთელი - ემერსონ შეიკი (კორინთიანსი)
კოპა ლიბერტადორესის საუკეთესო ბომბარდირი - ნეიმარი (სანტოსი), მატიას ალუსტისა (დეპორტივო კიტო)
კონკაკაფაის ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი - ალდო დე ნიგრისი (მონტერეი)
MLS-ის MVP - კრის ვონდოლოვსკი (სან ხოსე ერთქვეიქსი)
მექსიკის ლიგის საუკეთესო ბომბარდირი - კრისტიან ბენიტესი (ამერიკა)
ბრაზილიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი - ფრედი (ფლუმინენსე)
არგენტინის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი - იგნასიო სკოკო (ნიუელსი)
კანადის საუკეთესო ფეხბურთელი - ჯასტინ მეპი (მონრეალი)
ეკვადორის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი - ნარცისო მინა (ამერიკა)
კოლუმბიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი - რობინ რამირესი (დეპორტეს ტოლიმა)

აზია და ოკეანეთი
აზიის წლის საუკეთესო ფეხბურთელი - კეუნ-ჰო ლი (ულსან ჰიუნდაი)
აზიის საუკეთესო ფეხბურთელი (ლეგიონერი) - შინჯი კაგავა (მანჩესტერ იუნაიტედი)
აზიის საუკეთესო უცხოელი ფეხბურთელი - რეჟერინიო (სკ კუვეიტი)
ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი - კეუნ-ჰო ლი (ულსან ჰიუნდაი)
J-ლიგის საუკეთესო ბომბარდირი - ჰისატო სატო (სანფრეჩე ჰიროშიმა)
K-ლიგის საუკეთესო ბომბარდირი - დაიან დამიანოვიჩი (სეული)
A-ლიგის საუკეთესო ბომბარდირი - დანიელ მაკბრინი (სენტრალ კოუსტ მარინერსი)
ოკეანეთის ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი - სანი ისა (ბა)

ევროპა
ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი - კრიშტიანო რონალდო (რეალი)
ევროპა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი - ლაბორ კოზაკი (ლაციო)
ევროპის საუკეთესო ბომბარდირი ("ოქროს ბუცი") - ლიონელ მესი (ბარსელონა)
საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი - ისკო (მალაგა)
პრემიერლიგის წლის საუკეთესო ფეხბურთელი - გარეთ ბეილი (ტოტენჰემი)
PFA-ს აზრით, სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი - გარეთ ბეილი (ტოტენჰემი)
პრემიერლიგის საუკეთესო ბომბარდირი - რობინ ვან პერსი (მანჩესტერ იუნაიტედი)
პრემიერლიგის "ოქროს ხელთათმანი" - ჯო ჰარტი (მანჩესტერ სიტი)
ლა ლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი - ლიონელ მესი (ბარსელონა)
ლა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი (პიჩიჩი) - ლიონელ მესი (ბარსელონა)
ლა ლიგის საუკეთესო მეკარე (ზამორა) - ტიბო კურტუა (ატლეტიკო)
სერია A-ს საუკეთესო ბომბარდირი - ედინსონ კავანი (ნაპოლი)
ბუნდესლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი - ფრანკ რიბერი (ბაიერნი)
ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირი - შტეფან კისლინგი (ბაიერი)
ლიგა 1-ის საუკეთესო ფეხბურთელი - ზლატან იბრაჰიმოვიჩი (პსჟ)
ლიგა 1-ის საუკეთესო ბომბარდირი - ზლატან იბრაჰიმოვიჩი (პსჟ)
რუსეთის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი - ვანდერსონი (კრასნოდარი), იური მოვსისიანი (სპარტაკი)
ჰოლანდიის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი - ვილფრიდ ბონი (ვიტესი)
ჰოლანდიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი - ვილფრიდ ბონი (ვიტესი)
შოტლანდიის წლის საუკეთესო ფეხბურთელი - მაიკლ ჰიგდონი (მოზერველი)

მსოფლიო
ფიფას "ოქროს ბურთი" - ლიონელ მესი (ბარსელონა)
კონფედერაციათა თასის საუკეთესო ფეხბურთელი - ნეიმარი (ბრაზილია)
კონფედერაციათა თასის "ოქროს ბუცი" - ფერნანდო ტორესი (ესპანეთი)
კონფედერაციათა თასის "ოქროს ხელთათმანი" - ჟულიო სეზარი (ბრაზილია)
მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი - კასიო (კორინთიანსი)
მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი - ჰისატო სატო (სანფრეჩე ჰიროშიმა)
ფიფას პუშკაშის პრიზი - მიროსლავ სტოხი (ფენერბაჰჩე)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული