"ზენიტის" ფეხბურთელი სიმთვრალისა და ხულიგნობისთვის რეისიდან მოხსნეს

AutoSharing Option
სანკტ-პეტერბურგის "ზენიტის" ფორვარდი ალექსანდრ ბუხაროვი შარში გაეხვია, თუმცა ამაში თავად არის დამნაშავე.

ბუხაროვი პეტერბურგიდან ყაზანში მიფრინავდა, მაგრამ ის რეისიდან მოხსნეს, რადგან ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ხულიგნობდა.

მეტიც, ფეხბურთელმა 7 საათი გაატარა პულკოვოს აეროპორტის იზოლაციაში. მის წინააღმდეგ საქმეა აღძრული წვრილმანი ხულიგნობისთვის და 15 დღეში ბუხაროვი სასამართლოში უნდა გამოცხადდეს. მას ჯარიმა ან ორკვირიანი ციხე ელის.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ისე ეს ბუხაროვი ყაზანში მიფრინავდა,ლიუქსემბურგთან და ისრაელთან შესარჩევი თამაშებისთვის,თუ მართლა ციხე მისცეს მორჩება მსოფლიო ჩემპიონატი გვერდზე,სადაც რუსეთს განსხვავებით ჩვენგან თითქმის გარანტირებული აქვს კვალიფიკაცია...
giorgi
00:22 05-09-2013
0
სასაცილო კი არა, სატირალია. ახლა ნიკოლოზ ნეფარიძემ მსახიობ ალექსანდრ ბუხაროვს ბოდიწი თუ არ მოუხადა, მას ჯარიმა ან ციხე ელის წვრილმანი ჟურნალისტური ხულიგნობისათვის.
კონსტანტინე
23:44 03-09-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული