"ზენიტის" ფეხბურთელი სიმთვრალისა და ხულიგნობისთვის რეისიდან მოხსნეს

AutoSharing Option
სანკტ-პეტერბურგის "ზენიტის" ფორვარდი ალექსანდრ ბუხაროვი შარში გაეხვია, თუმცა ამაში თავად არის დამნაშავე.

ბუხაროვი პეტერბურგიდან ყაზანში მიფრინავდა, მაგრამ ის რეისიდან მოხსნეს, რადგან ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ხულიგნობდა.

მეტიც, ფეხბურთელმა 7 საათი გაატარა პულკოვოს აეროპორტის იზოლაციაში. მის წინააღმდეგ საქმეა აღძრული წვრილმანი ხულიგნობისთვის და 15 დღეში ბუხაროვი სასამართლოში უნდა გამოცხადდეს. მას ჯარიმა ან ორკვირიანი ციხე ელის.
ასევე დაგაინტერესებთ