"რუბინში" ტიტო ვილანოვას მიწვევის ვარიანტს განიხილავენ

AutoSharing Option
"სოვეტსკი სპორტის" ცნობით, "ბარსელონას" ყოფილი მთავარი მწვრთნელი ტიტო ვილანოვა შესაძლოა რუსულ გუნდს "რუბინს" ჩაუდგეს სათავეში.

წყაროს ინფორმაციით, მთავარი მწვრთნელის პოსტზე ასევე ვარდან მინასიანი, სტანისლავ ჩერჩესოვი, იური სემინი, ანატოლი ბიშოვეცი და სხვა სპეციალისტები განიხილებიან.

"რუბინის" ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა სავარაუდოდ 1 იანვარს გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ "რუბინის" ყოფილი მთავარი მწვრთნელი კურბან ბერდიევი კლუბში 12 წლის განმავლობაში მუშაობდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული