უსტიაშვილმა ჩამოთვალა

AutoSharing Option
ერთწლიანი შესვენების შემდეგ დავით უსტიაშვილი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების საჭეს დაუბრუნდა. მისი გუნდი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირს (B დივიზიონი) 14 ივლისს დაიწყებს. შეჯიბრება (რომელიც ბოსნია-ჰერცოგოვინას დედაქალაქ სარაევოში გაიმართება) 24 ივლისამდე გასტანს.

ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების მეტოქეები პოლონეთი, ესტონეთი, შვეიცარია, რუმინეთი და მაკედონია იქნებიან. ჩვენი ქვეჯგუფის კალენდარს ქვემოთ შემოგთავაზებთ, აქ კი გეტყვით, რომ შესარჩევ ტურნირზე მონაწილე 22 გუნდი ოთხ ჯგუფად გაიყო. თითოდან მეოთხედფინალში ორ-ორი საუკეთესო გავა. ამას ნახევარფინალი მოჰყვება, ხოლო ფინალში მოხვედრილი ორი ბედნიერი 2012 წელს ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე ითამაშებს.

B
დივიზიონის მატჩებისთვის საქართველოს ახალგაზრდული გუნდი შეკრებას ათ ივნისს დაიწყებს. ცნობილია იმ 20 კალათბურთელის ვინაობა, რომელიც 20-წლამდელთა ნაკრების გაფართოებულ შეკრებაზე ათ ივნისს გამოცხადდება. მათ გვარ-სახელებს ქვემოთ ცხრილში გაეცნობით.

ქართველი 20-წლამდელები შეკრებას დიღომში მდებარე "დინამოს" ბაზაზე დაიწყებენ. ოცი კანდიდატი ერთად 5-6 დღე ივარჯიშებს, რის შემდეგაც დავით უსტიაშვილის განცხადებით, ის შემადგენლობას გაცხრილავს და შეკრებაზე 15-16 მოთამაშეს დატოვებს. სწორედ ეს შემადგენლობა გააგრძელებს შეკრებას და იმ სპარინგ-მატჩებში მიიღებს მონაწილეობას, რომლებიც უახლოეს ხანებში დაიგეგმება. კალათბურთის ფედერაცია რამდენიმე ვარიანტზე მუშაობს, რათა საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებს სპარინგ-პარტნიორები შეურჩიოს.

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები
მოთამაშე ამპლუა დაბ. თარ სმ გუნდი
გიორგი ტეტელაშვილი გამთამაშებელი 17.06.1992 187 სტუ
იოსებ ლეჟავა გამთამაშებელი 31.05.1991 187 სამედიცინო
ტატო თავართქილაძე გამთამაშებელი 16.02.1991 192 სამედიცინო
გივი ბაქრაძე გამთამაშებელი 21.05.1991 183 არმია
ბექა ჩიკვილაძე მსროლელი 12.02.1992 195 სტუ
მერაბ ბოქოლიშვილი მსროლელი 27.02.1992 200 აველინო, იტალია
დუდა სანაძე მსროლელი 25.07.1992 197 ბათუმი
აკაკი ლომოური მსუბუქი ფორვარდი 17.01.1991 198 სტუ
გიორგი კოღუაშვილი მსუბუქი ფორვარდი 20.05.1992 194 დინამო
ლევან ელიაძე მსუბუქი ფორვარდი 13.12.1992 197 ბათუმი
დავით დეკანოიძე მძიმე ფორვარდი 19.12.1991 198 შსს
ნოდარ თენიეშვილი მძიმე ფორვარდი 07.06.1992 197 ბათუმი
ზურაბ მაჩალაძე მძიმე ფორვარდი 15.06.1992 197 სტუ
თორნიკე შენგელია მძიმე ფორვარდი 05.10.1991 207 პეპინსტერი, ბელგია
ავთო ლომინაშვილი ფორვარდ-ცენტრი 26.10.1992 204 ქუთაისი
გიორგი რევაზაშვილი ფორვარდ-ცენტრი 24.01.1991 209 მაქაბი
გოგა ჯავახიშვილი ცენტრი 08.06.1992 200 აგრარული
ბექა ბექაური ცენტრი 18.01.1991 208 სამედიცინო
კახა მუმლაძე ცენტრი 27.04.1992 201 აგრარული
აკაკი დვალიშვილი ცენტრი 14.02.1991 206 სამედიცინო


A ჯგუფის კალენდარი
14 ივლისი
15:00 მაკედონია-პოლონეთი
17:30 რუმინეთი-ესტონეთი
20:00 საქართველო-შვეიცარია

15 ივლისი
17:00 პოლონეთი-რუმინეთი
18:15 ესტონეთი-შვეიცარია
22:45 საქართველო-მაკედონია

16 ივლისი
22:00 საქართველო-პოლონეთი
22:00 მაკედონია-ესტონეთი
22:45 შვეიცარია-რუმინეთი

17 ივლისი
19:30 რუმინეთი-მაკედონია
22:00 პოლონეთი-შვეიცარია
22:45 საქართველო-ესტონეთი

18 ივლისი
18:15 საქართველო-რუმინეთი
19:30 ესტონეთი-პოლონეთი
20:30 მაკედონია-შვეიცარია

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული