მეხუთე...

AutoSharing Option
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა გუშინ B დივიზიონში გამოსვლა უნგრეთთან მატჩით დაასრულა. გია კაზანჯიანის შეგირდებმა ბოლო მატჩიც მოიგეს და ტურნირი მეხუთე ადგილზე დაასრულეს.

ქართველებმა რვიდან შვიდი მატჩი მოიგეს და სულ ცოტა დააკლდათ ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოსაპოვებლად. გადამწყვეტი ჰოლანდიასთან 14 ქულიანი წაგება აღმოჩნდა. თუმცა, მიქელაძე-ბურჯანაძე-ლოლიშვილის წინამძღოლიბით 16-წლამდელებმა მეხუთე ადგილისთვის მატჩებშიც დაამტკიცეს, რომ მეორე ლიგაში ერთ-ერთი საუკეთესონი არიან.

ევროპის ჩემპიონატზე თამაში კარგი იქნებოდა, თუმცა აგვისტოს მატჩებმა გაცილებით მნიშვნელოვანი რამ დაგვანახა - ქართულ კალათბურთს 1993-94-იანების ნიჭიერი თაობა ეზრდება.


16-წლამდელთა ნაკრები. B დივიზიონი
ტალინი (ესტონეთი)
V-VIII
ადგილები
14 აგვისტო
საქართველო-შვეიცარია 75:60
20:16, 16:19, 15:15, 24:10
საქართველო: გოლეთიანი (4 წთ), გოგბაიძე (25 წთ, 2ქ, 3ჩ), რამიშვილი (6 წთ, 2ქ), ბურჯანაძე (33 წთ, 15ქ, 12მ, 3ჩ), გრძელიძე (31 წთ, 6ქ, 3ჩ), ლოლიშვილი (28 წთ, 13ქ, 6მ), მიქელაძე (34 წთ, 18ქ, 6პ, 4მ), ცირეკიძე (11 წთ, 8ქ, 3მ), ნადირაძე (10 წთ, 2ქ), ფხაკაძე (17 წთ, 9ქ), ხეთაგური (1 წთ)
შვეიცარია: მაკალისტერი (10ქ, 5მ, 5ფ), ნდუმბა-კაპელა (27ქ, 24მ)...

15 აგვისტო
საქართველო-უნგრეთი 76:71
22:22, 17:24, 14:10, 23:15
საქართველო: გოგბაიძე (9 წთ), რამიშვილი (26 წთ, 5ქ, 4ჩ, 3პ), ბურჯანაძე (34 წთ, 29ქ, 14მ), გრძელიძე (21 წთ, 2ქ, 3ჩ), ლოლიშვილი (32 წთ, 11ქ, 5მ), მიქელაძე (34 წთ, 14ქ, 3პ), ცირეკიძე (23 წთ, 10ქ, 10მ), ნადირაძე (18 წთ, 5ქ, 4მ), ხეთაგური (3 წთ)
უნგრეთი: მოჰეი (12ქ), მესტერაზი (11ქ), ნაგი (11ქ), ვარადი (14ქ, 8მ)...


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული