სუპერლიგა. XXIII ტური: სიტუაცია იძაბება

AutoSharing Option
23 მარტს, სუპერლიგის მორიგ ტურს თბილისმა უმასპინძლა. რეგულარული ეტაპის ფინიშამდე 5 ტურია დარჩენილი და, ბოლოს და ბოლოს, იკვეთება ფავორიტთა ვინაობა, თუმცა პლეი ოფში, ჩემპიონობისთვის ბრძოლის შანსი ჯერ კიდევ აქვს შვიდ გუნდს.

"სოხუმთან" დამარცხებით საქმე ძალიან გაირთულა "ოლიმპმა". საპირისპიროდ, გუშინდელმა წარმატებამ სოხუმელები მესამე ადგილამდე აღაზევა და თუ დარჩენილ ტურებში ყურადღებით ითამაშებენ, ოთხეულში ადგილის შენაჩუნება არ უნდა გაუჭირდეთ.

"სოხუმის" დარად, ფასეული გამარჯვება მოიპოვა "რუსთავმა", რომელსაც ლაშა გამყრელიძე გაუძღვა. მას სამმაგ დუბლამდე ორი ქულა დააკლდა - 15 პასი, 10 მოხსნა, 8 ქულა...

პირველობისთვის
ბრძოლას სწორედ საუკეთესო კვარტეტი გააგრძელებს - გუნდები ნახევარფინალურ წყვილებად დალაგდებიან. რეგულარული ეტაპის ქვედა ოთხეული კი საკლასიფიკაციო მატჩებში მიიღებს მონაწილეობას და ლიგაში ადგილის შენარჩუნებას ეცდება.

კალათბურთი. სუპერლიგა 2015-16. XXIII ტური
23 მარტი, თბილისი
მგზავრები-ბათუმი 63:80
12:25, 19:13, 18:22, 14:20
მგზავრები: უილიამსი (5ქ), ჯინჭარაძე (13ქ), გრძელიძე (2ქ), კვანტალიანი (10ქ), ცირეკიძე, ლომინაშვილი (4ქ, 6მ), ქავთარაძე, ორმოცაძე (2ქ), რენსომი (14ქ, 5მ, 6პ), მერფი (13ქ, 8მ, 3ჩ).
ბათუმი: ლეჟავა (11ქ, 6პ), მიქელაძე (5ქ, 6პ), სტეფანიშინი (20ქ, 8მ, 4პ), ლ. რევაზაშვილი, რამიშვილი (5ქ), კრივცოვი (22ქ, 10მ), ა. დვალიშვილი (17ქ, 11მ, 3ჩ), ფერიაშვილი, მაისურაძე.
მსაჯები: დ. ბერიშვილი, ზ. მაჩალაძე, დ. ბერეკაშვილი.

23 მარტი, თბილისი
სოხუმი-ოლიმპი 92:82
26:12, 22:22, 29:15, 15:33
სოხუმი: მილერი (18ქ, 4პ, 5ჩ), ა. სმიტი (8ქ, 3პ, 3ჩ), გივი ბაქრაძე (10ქ, 7პ), ალხანაიძე (6ქ), კვეტენაძე (4ქ), ჯგერენაია (6ქ, 6მ), ათუაშვილი (14ქ, 8მ, 3პ, 2დ), ფაცაცია (23ქ, 5მ), დ. დვალიშვილი (3ქ), მირზიაშვილი, ლომიძე, ძიძიგური.
ოლიმპი: ბაინუმი (2ქ), აბულაძე (5ქ, 3ჩ), როგავა (24ქ, 4პ, 4ჩ), გეგი ბაქრაძე (12ქ), დიდია (3ქ), კახა ტომარაძე (8ქ, 6მ), კოსენკოვი, გუგეშაშვილი (4ქ), ლ. სმიტი (15ქ, 10მ, 3პ, 3ჩ), ფარღალავა (9ქ, 3პ).
მსაჯები: მ. ვართანოვი, ზ. მაჩალაძე, დ. ბერეკაშვილი.

23 მარტი, თბილისი
აკადემია-ქუთაისი 65:79
20:14, 16:25, 15:20, 14:20
აკადემია: ს. ლეჟავა (2ქ), კოკა ტომარაძე (12ქ), ბოქოლიშვილი (17ქ, 5მ, 6პ), ხუციშვილი, დარახველიძე, ლომოური (20ქ, 9მ, 3პ), ლობჟანიძე (3ქ), ფელჩერი (2ქ, 10მ, 2დ), კრისევიჩი (9ქ, 5მ).
ქუთაისი: ბოისა, ფაშაევი (2ქ, 6პ), ბაბუნაშვილი, ქადარია, ცეკვავა (17ქ, 5მ), ბრიტონი (11ქ, 5მ), დ. ბარბაქაძე (2ქ), გ. ბარბაქაძე (6ქ), მათიაშვილი (4ქ), ბექაური (22ქ, 13მ, 3დ), მიკულიჩი (15ქ, 7მ, 5პ).
მსაჯები: მ. ვართანოვი, ზ. მაჩალაძე, გ. მიქელაძე.

23 მარტი, თბილისი
დინამო-რუსთავი 74:75
28:12, 18:28, 16:20, 12:15
დინამო: შარაბიძე (8ქ, 6მ), მაილსი (4ქ), ლონდარიძე (13ქ, 6მ), მაჩალაძე (3ქ), შვანგირაძე (6ქ), ბერიშვილი (11ქ), გოგოძე (5ქ, 5მ), მაკალპი (14ქ, 6მ, 5პ), კოვასევიჩი (10ქ).
რუსთავი: ხმელიძე, გამყრელიძე (8ქ, 10მ, 15პ), აბაიშვილი, ჩაჩანიძე (10ქ), ტურპინი (24ქ, 12მ, 4დ), ყველაშვილი, ჭოჭუა (14ქ), ანთაძე, გაჩეშა (19ქ, 13მ, 3პ).
მსაჯები: დ. ბერეკაშვილი, დ. ბერიშვილი, გ. მიქელაძე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული