საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყო

AutoSharing Option
ქართველებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონი ღირებული გამარჯვებით გახსნეს. მათ მასპინძელ რუმინეთს 55:51 აჯობეს.

მართალია, თამაშის ხილვის საშუალება არ გვქონდა, მაგრამ თამამად შეიძლება დაიწეროს - გია კაზანჯიანის გაწვრთნილმა ნაკრებმა მეტოქეს გუნდური თამაშის წყალობით აჯობა.

თავად განსაჯეთ: სათამაშო დრო 10 კალათბურთელზე მეტ-ნაკლებად თანაბრად გადანაწილდა. მათგან ყველაზე მეტი, 11 ქულა ზაქრაძის ანგარიშზეა.

მოკლედ, მწვრთნელმა დაძაბული მატჩი ისე მოიგო, რომ ზედმეტად არავინ დაუტვირთავს და მომდევნო შეხვედრაში ჩვენი გუნდისგან კიდევ უფრო უკეთეს თამაშს ველით. 20 ივლისს ქართველთა მეტოქე ბოსნიაა.

B დივიზიონი. 19 ივლისი
რუმინეთი-საქართველო 51:55
10:15,
14:7, 13:20, 14:13
რუმინეთი: ნეაგუ (7ქ), ჩეორგე (2ქ), კოვრიგი (5ქ), ტანასიე (2ქ), ჩიოტლაუსი (16ქ, 7მ, 8ჩ), კუტი (13ქ), ბარბასი (2ქ), ჩატე (4ქ, 11მ).
საქართველო: ბობილევი (19 წთ, 3ქ, 10მ, 2დ), ისიანი (13 წთ, 2ქ, 2დ), გოგალაძე (24 წთ, 9ქ), გუგეშაშვილი (24 წთ, 7ქ), ცინცაძე (1 წთ), რევაზაშვილი (20 წთ, 2ქ, 5მ), ზაქრაძე (31 წთ, 11ქ, 3პ, 4ჩ), პეტრიაშვილი (5 წთ, 4ქ), ლომიძე (20 წთ, 6ქ), მაჭავარიანი (26 წთ, 9მ, 8ქ), მასხულია (16 წთ, 3ქ).

აი, გუნდი! (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული