გიორგი შერმადინის 18 ქულა და 14 მოხსნა "რეალის" წინააღმდეგ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გიორგი შერმადინისა და ბექა ბურჯანაძის "ანდორამ" ესპანეთისა და სრულიად ევროპის გრანდ "რეალთან" მიმდინარე სეზონში მესამე ოვერტაიმი ითამაშა და ისევ დამარცხდა.

ესპანეთის თასზე და რეგულარულ ჩემპიონატის 2 მატჩში ამ გუნდებს შორის შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ დასრულდა და მადრიდელებმა მხოლოდ ოვერტაიმში მოახერხეს გამარჯვება.

ასე იყო ამჯერადაც - ესპანური ლიგის რეგულარული ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩში. "ანდორამ" "რეალს" უმასპინძლა და ძირითადი დროის ფრედ დასრულების შემდეგ დამატებით დროში 86:88 წააგო.

დღევანდელი და ზემოთ ნახსენები კიდევ 2 შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე გიორგი შერმადინი გახდა. ქართველ ცენტრს მადრიდელები
ვერ აჩერებენ, თუმცა ოვერტაიმში გუნდურობისა და სპორტული იღბლის ხარჯზე გამარჯვებას აღწევენ.

შერმადინი დღევანდელი მატჩის სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 29:05 წუთში 18 ქულა, 14 მოხსნა (3 შეტევაში), 1 პასი და 1 დაფარება მოაგროვა.

ქართველმა ცენტრმა 13-დან 8 ორქულიანი და 5-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ.

გიორგის სარგებლიანობის კოეფიციენტმა 27 შეადგინა, რაც ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო შედეგი გახლდათ.

შერმადინს ყველაზე მეტად ოლივერ სტევიჩი (25) მიუახლოვდა, რომელმაც 16 ქულა და 12 მოხსნა მიითვალა, ხოლო ტანასის ანტეტოკოუნმპომ 13 ქულა და 11 მოხსნა მოაგროვა (მას ტრიბუნაზე სახელოვანი ძმის - იანის ანტეტოკოუნმპოს სახით პერსონალური ქომაგი ჰყავდა).

აღსანიშნავია, რომ თამაშის მიმდინარეობისას ანდორელები მადრიდელებს 17 ქულითაც კი ჩამორჩებოდნენ, თუმცა, თითქმის შეუძლებელი შეძლეს, დასკვნით მეოთხედში სახელოვანი მეტოქე 23:9 გაანადგურეს და ოვერტაიმში მიზნამდე ცოტა დააკლდათ.

მეორე ქართველ ლეგიონერს, ბექა ბურჯანაძეს ტრავმის გამო არ უთამაშია.

დღევანდელი მატჩი მომავალი პლეი-ოფის ერთგვარი რეპეტიცია გახლდათ, რადგანაც "რეალი" 25 მოგებითა და 7 მარცხით პირველ ადგილზე გავიდა, "ანდორამ" კი 16-16 მოგება-წაგებით ასპარეზობა მე-8 პოზიციაზე დაასრულა. შედეგად, ეს გუნდები ერთმანეთს მეოთხედფინალში შეხვდებიან.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 3 /
საწყენია,რომ ბექა არ იყო.გიორგის კი მაგრად უთამაშია თამაშიდან,მაგრამ ჯარიმებში ხუთიდან ორი, ასეთი შედეგი მისგან არც გამიგია.
სოსო
19:18 15-05-2017
0
ყოჩაღ გიორგის! საოცარ სეზონს ატარებს!!!
ნათია
14:30 15-05-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული