ესპანურ გრანდებს 12 დღე მიეცათ გიორგი შერმადინის გადასაბირებლად

AutoSharing Option
ACB ლიგამ ესპანური კლუბების იმ კალათბურთელების სია გამოაქვეყნა, რომელთა მომავალი უახლოეს დღეებში უნდა გაირკვეს. სიაში არის "ანდორას" ცენტრფორვარდი გიორგი შერმადინი, რომელსაც დიდებული სეზონი ჰქონდა.

წესი ასეთია - ახლა სხვა ესპანურ კლუბებს 12 დღე მიეცათ, რომ სიაში მყოფ ნებისმიერ კალათბურთელს კონტრაქტზე მოელაპარაკონ.

როგორც ვიცით, შერმადინით "უნიკახაა" დაინტერესებული, კიდევ ჭორის დონეზე "რეალზეც" ლაპარაკობენ. ასე რომ, ნებისმიერ კლუბს ამ ვადაში შეეძლება შერმადინთან კონტრაქტზე მოლაპარაკება.

თუმცა ამით ისტორია არ სრულდება. ამის შემდეგ კალათბურთელის კლუბს (შერმადინის შემთხვევაში, "ანდორას") 5 დღე მიეცემა იმისთვის, რომ შეთავაზებული კონტრაქტის
ტოლი ან უკეთესი ხელშეკრულება დაუდოს მას, ამით გადაფაროს ის და კალათბურთელი შეინარჩუნოს.

როგორც ესპანური წყაროები ამტკიცებენ, "ანდორას" შერმადინის გარშემო სურს გუნდის აშენება. ასე რომ, ის იბრძოლებს ქართველის შენარჩუნებისთვის, მაგრამ მედია ამ ბრძოლაში "ანდორას" დამარცხებას უწინასწარმეტყველებს.
მკითხველის კომენტარები / 3 /
გიორგი ძალიან მიხარია თქვენი წარმატებები.ანდორა კარგი გუნდია სწრაფი და შემტევი. ასეთ გუნდში უფრო იოლია პროგრესი. თანაც არ აქვთ აბსურდული ამბიციები. გიორგი ტყორცნა გჭირდება 3-4მ პერიმეტრიდან, ნახტომში. ფარქვეშ ტრიალი და კარგი "ლიპსო" სხვა ყველაფერი გაქვს. აბა შენ იცი. გაგვახარე.
თემო
23:56 28-06-2017
0
არ ვიცი რა გითხრა გიორგი. "ანდორა"-ში ვარსკვლავი ხარ და მწვრთნელი მთელი გუნდის შენზე აწყობას ცდილობს."უნიკახა"-ში კი არ ვიცი რა გელოდება.ისე იულიუს კეისარის ნათქვამი მინდა შეგახსენო-" სჯობს პროვინციაში იყო პირველი,ვიდრე რომში მეორეო".ჭკვიანი კაცი იყო კეისარი ამბობენ
mamulo
21:46 28-06-2017
0

სიახლეები პოპულარული